როცა შედეგი ფასზე მნიშვნელოვანია – შეიძინე ცხოვრების წესი Tbilisi Hills Golf & Residences-ში
13-08-2019
როცა შედეგი ფასზე მნიშვნელოვანია – შეიძინე ცხოვრების წესი Tbilisi Hills Golf & Residences-ში
უძრავი ქონების შეძენისას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ბუნებრივია მისი ფასია.

თანხა, რომელსაც ჩვენი ოცნების სახლში ვიხდით, უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს შესაძლებლობებს და თან მარტივად, რომ ვთქვათ "გვიღირდეს". ზოგისთვის ადგილმდებარეობაა მნიშვნელოვანი, ზოგისთვის ხედი, ზოგისთვის ფართობი და ასე შემდეგ. ყველას აქვს თავისი მოთხოვნა, როდესაც საქმე მრავალწლიან ინვესტიციას ეხება.

ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება ტენდენცია, რომ ადამიანებს არ სჭირდებათ მხოლოდ "ბინა დასრულებული რემონტით" ან "ბინა ქალაქის ცენტრში". ადამიანები ეძებენ განსხვავებულ ცხოვრების
წესს, განსხვავებულ გამოცდილებას, რაც მათ ცხოვრებას იდეალურად აქცევს. ამ ტენდენციასთან კავშირშია ისიც, რომ ევროპის მსგავსად, საქართველოშიც სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ქალაქისგან მოშორებით, თუმცა ქალაქის ცენტრთან ახლოს ცხოვრებით.

Tbilisi Hills Golf & Residencesს მთავარი უპირატესობაც სწორედ თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტია.

ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის
სავალზე განთავსებული კომპლექსში ყველაფერია იდეალური ცხოვრებისთვის. ბუნების წიაღში, სუფთა ჰაერზე, 331 ჰექტარ მიწაზე 3000-მდე საცხოვრებელი სივრცე მოეწყობა, რომელიც ყველა ტიპის ადამიანის გემოვნებაზე იქნება მორგებული.

საცხოვრებელი კომპლექსის გარდა, ტერიტორიაზე ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი განთავსდება – საბავშვო ბაღი, სკოლა, მარკეტები, სპა ცენტრი და ასე შემდეგ.

კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია, ამიერკავკასიაში უპრეცედენტო, საერთაშორისო სტანდარტების 18-ფოსოიანი გოლფის მოედანი, რაც მომავალი მაცხოვრებლებისთვის კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობაა.

სწორედ ეს ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ ბევრი სხვა დამატებითი უპირატესობა, რაც თბილისი ჰილს აქვს, ქმნის იმ ცხოვრების წესს, რომელშიც ადამიანებს ინვესტიცია არ აშინებთ.

მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია, ბინების 35% კი უკვე გაყიდული.

4-სართულიან შენობაში 70-დან 150 კვ.მ.-მდე, სულ 54 ბინა განთავსდება. ყველა ბინა გამჭოლია, დიდი ტერასებითა და ვიტრაჟებით, რაც გამწვანებულ გარემოსთან უფრო მეტი სიახლოვის შეგრძნებას იძლევა. პროექტზე მუშაობისას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო, შენობები დაგეგმარებულიყო ისე, რომ მეზობლებისთვის შეექმნათ ბუნებრივი სივრცე კომუნიკაციისთვის.

ბინებიდან არაჩვეულებრივი ხედები იშლება თბილისსა და შავნაბადას მონასტერზე. ტემპერატურა კომპლექსის ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრთან შედარებით ყოველთვის 3-4 გრადუსით დაბალია, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულში.

თბილისი ჰილსში ბინის შეძენით, თქვენ ყიდულობთ არა მხოლოდ კონკრეტული ფართის საცხოვრებელს, არამედ ცხოვრების წესს, რომელიც თქვენი პრიორიტეტების მიხედვით შეგიძლიათ დაგეგმოთ. შეარჩიოთ ბინის ტიპი, მოარგოთ საცხოვრებელი ფართი თქვენს ოჯახს, ისარგებლოთ დიზაინერების მომსახურებით, დასახლდეთ სუფთა ჰაერზე, ბუნებასთან ახლოს და ისარგებლოთ ყველა იმ სერვისიც, რასაც თბილისი ჰილსი გთავაზობთ.

თბილისი ჰილსში აპარტამენტის შეძენისას ავტოფარეხი უფასოდ გადმოგეცემათ, რაც კიდევ ერთი საჩუქარია კომპანიისგან, რომელიც მუდმივად მომხმარებლების კმაყოფილებაზეა ორიენტირებული.

ფაქტი, რომ კოპლექსის მშენებლობის ორი ფაზა უკვე დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ, ორი კომპანიის მემორანდუმის ფარგლებში, ცხადია, უფრო მიმზიდველს ხდის კომპლექსს, სადაც ბედნიერი ცხოვრებისთვის ყველაფერია.

(R)

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?