თბილისში Bocuse d'Or-ის გამარჯვებული შეფის რესტორანი გაიხსნა - კვირის პალიტრა

თბილისში Bocuse d'Or-ის გამარჯვებული შეფის რესტორანი გაიხსნა

Tbilisi Hills Golf and Residences-is ტერიტორიაზე რესტორანი გაიხსნა, რომლის ტერასაც გოლფის მოედანს გადაჰყურებს და საუკეთესო ადგილია არაჩვეულებრივი კერძების დასაგემოვნებლად, მითუმეტეს, როდესაც რესტორნის შეფი ვლადისლავ ჯაცუკია. Estonia Bocuse d’Or-ის ფინალისტის პროფესიული გამოცდილება 10 წელზე მეტს ითვლის. ის რამდენჯერმე დასახელდა ესტონეთის საუკეთესო შეფად და წლების მანძილზე ყველაზე ცნობილ რესტორნებთან თანამშრომლობდა.

გამოცდილების გასაზიარებლად, შეფ ვლადისლავი საქართველოს კულინარიის ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს Bocuse d’Or-ის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილსა და “გასტრონავტის” რესტორატორსა და პროექტის მენეჯერს ლევან ქოქიაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ნაციონალური სამზარეულოს თავისებურებებზე ისაუბრეს. შეფ ვლადისლავმა ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა, რადგან შეფ-მზარეულების მსოფლიო ჩემპიონატი Bocuse d’Or წელს საქართველოში პირველად ტარდება. ვლადისლავი 2008 წლის ესტონური Bocuse d’Or -ის ფინალისტი და ახლა უკვე ჩემპიონატის პრეზიდენტია.

კონკურსის შესარჩევი ეტაპი უკვე დაწყებულია, კონკურსის გამარჯვებულები 2020 წელს, Bocuse d’Or -ის ევროპის ჩემპიონატზე, ესტონეთში გაემგზავრებიან. საქართველოში პროექტის ორგანიზატორი კომპანია “გასტრონავტია”.

შეფებმა შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის დეტალებზეც ისაუბრეს. ოქტომბერში მათი მონაწილეობით იგეგმება გალა ვახშამი, რომელიც კულინარიის ნამდვილი დღესასწაული იქნება. შეფების კოლაბორაცია ქართულ-ესტონური მეგობრობის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

იხილეთ ვიდეო