საპენსიო სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში - კვირის პალიტრა

საპენსიო სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში

საპენსიო სააგენტო გასვლით შეხვედრებს განაგრძობს. რეფორმის შესახებ საინფორმაციო სახის პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა. სტუდენტებმა რეფორმის მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ საპენსიო სააგენტოში მიმდინარე სიახლეებს, დაინტერესდნენ საინვესტიციო პროცესის დაწყებითა და რისკის სტრუქტურის სამოქმედო გეგმით. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კალკულატორის მეშვეობით, საპროგნოზო პენსიაც გამოითვალეს. ასევე მიიღეს ინფორმაცია რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისათვის 860 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული, აკუმულირებული თანხა კი 320 მილიონ ლარს შეადგენს