შეაჩერე დრო - "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის" მიმზიდველი შეთავაზება
შეაჩერე დრო - "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის" მიმზიდველი შეთავაზება
ალბათ, არავისთვისაა უცხო ოცნება - ოდესმე დროის შეჩერება შეძლებოდა. ამ ოცნების ახდენაზე განახლებული "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" ზრუნავს და ნებისმიერ მსურველს სარელაქსაციო-გამაჯანსაღებელ ცენტრ "პაუზაში" ეპატიჟება.

თუკი შვებულებიდან უკვე დაბრუნდით ან სულაც ვერ ახერხებთ დასვენებას, აგვისტოს მცხუნვარე მზის სხივებისგან თავის არიდებას "შერატონის" სარელაქსაციო-გამაჯანსაღებელ ცენტრში ყველაზე მარტივად და კომფორტულად შეძლებთ.

ადგილი, სადაც დროს აჩერებ - ეს კონცეფცია ზუსტად შეესაბამება სპა-ცენტრ "პაუზას", რომელიც განახლებული "შერატონის" პირველ სართულზე, 1500კვ.მ-ზეა განთავსებული. ცენტრი 6:00-დან 23:00
საათამდე მუშაობს.

"შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" წარმოგიდგენთ "პაუზას" მრავალფეროვან მენიუს და დეტალურად გაგაცნობთ პროცედურების არსსა თუ დანიშნულებას. რა თქმა უნდა, თითოეული კლიენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომაა. სპა-ცენტრის თერაპევტი, სურვილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალურად თქვენთვის შეადგენს პროცედურების პაკეტს.
ის, რაც "პაუზას" გამოარჩევს, მრავალფეროვნება და აქაური სპეციალისტების
მიერ ორგანიზმის სიჯანსაღისთვის შემუშავებული 4 პრინციპია: მოძრაობა, აღდგენა, ცნობიერი და შეხება.

მენიუში კი უამრავი რამ შედის: რამდენიმე ტიპის მასაჟი, მათ შორის ორსულებისთვისაც; ჰამამის რიტუალი და სხვა. ყველა პაკეტი მოიცავს საუნის, ორთქლის აბაზანების, ჰამამის, გაყინული წყლის, ღია და დახურული აუზების, ძლიერი ნაკადის მქონე შხაპის, სავარჯიშო დარბაზის გამოყენებასა და გაკვეთილებს.

ვრცელი, ვიტრაჟებიანი დარბაზი კარდიო და ძალისმიერ ტრენაჟორებს უკავია; გარეთ, გამწვანებულ გარემოში ღია აუზია, რომელიც ცხელი და გრილი წყლით ზამთარ-ზაფხულ მასპინძლობს ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებს.

ერთი სართულით ქვევით სპა და სამასაჟე ცენტრია დახურული აუზით. მასაჟის კაბინეტები, ორი ტიპის საუნა ყინულის ჩანჩქერებით, ორთქლის აბანო, შიდა აუზი, თურქული ჰამამები და Elemis-ის თავის მოვლის საშუალებებით - სწორედ ასე მართავენ და აჩერებენ დროს "შერატონში".

როგორც "შერატონში" განმარტავენ, გამაჯანსაღებელი კომპლექსით სარგებლობა სხვადასხვა პაკეტებითაა შესაძლებელი. მომხმარებელს შეუძლია სრული ან ნაწილობრივი ყოველთვიური სერვისი შეიძინოს.

სარელაქსაციო ცენტრის დიზაინი იდეალურად ერწყმის მთლიანად სასტუმროს ინტერიერს, რომელშიც მარტივად ამოიცნობთ ქართულ ეკლექტიკას - ხის და ქვის ელეგანტური დეკორი, რბილი განათება, ფორმები და ფაქტურა - სპა-ცენტრის თითოეულ დეტალში, მიუხედავად მისი თანამედროვე კონცეფციისა, ქართული აქცენტებია დასმული.

სარელაქსაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობასა და სტრატეგიულ დაგეგმარებაზე ცნობილმა ბრიტანულმა კომპანია SPA STRATEGY-მ იზრუნა. კომპანიის მიერ მსოფლიოს 5 კონტინენტზე 250-ზე მეტი შესრულებული ექსკლუზიური და მდიდრული პროექტებიდან ერთ-ერთი სწორედ "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის" სპა-ცენტრია.

"შერატონის" ლეგენდარული ბრენდი, რომელიც მსოფლიოში 1937 წლიდან ფუნქციონირებს და თითქმის საუკუნეა, რაც მსოფლიოს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში უყრის თავს, თბილისში 1-ლი მარტიდან განახლებული სასტუმროთი და გრანდის სტატუსით წარდგა მსოფლიოს წინაშე და უკვე მოიპოვა მთავარი მოთამაშის როლი საქართველოს ტურიზმის ბაზარზე.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები