როგორ შევამციროთ კომუნალური გადასახადების 40% მინა-პაკეტის დახმარებით? - კვირის პალიტრა

როგორ შევამციროთ კომუნალური გადასახადების 40% მინა-პაკეტის დახმარებით?

თანამედროვე სამყაროში მომხმარებლები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საცხოვრებელი სახლის ისეთ მნიშვნელოვან თვისებას, როგორიც არის თბოიზოლაცია. შესაბამისად, ენერგოეფექტური მინები ბოლო პერიოდში მეტი პოპულარობით სარგებლობს. მათი უნიკალური თვისება, შეინარჩუნოს ოთახში ტემპერატურა, მომხმარებლის ინტერესს კიდევ უფრო მეტად ზრდის, რადგან მათი წყალობით კომუნალური გადასახადების შემცირება შესაძლებელი ხდება როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში.

კომპანია "ჯეო გლასი“, როგორც ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია, უკვე 10 წელია მინის ბაზარზე აქტიურად მუშაობს და პროდუქციის იმპორტს უმსხვილესი მინის მწარმოებლებისგან ახორციელებს. თანამშრომლობს ცნობილ ევროპულ ბრენდებთან მათ შორისაა: ფრანგული პრემიუმ ხარისხის მინის მწარმოებელი "Saint Gobain”, გერმანული აქსესუარების მწარმოებელი- "Siegenia" და სხვა. კომპანიას აქვს საწარმოო სიმძლავრე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით, რაც განაპირობებს მაღალი ხარისხის მინა-პაკეტის, მეტალოპლასტმასისა თუ ალუმინის კარ-ფანჯარის წარმოებას.

როგორც კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი თაკო ახვლედიანი ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, მინა-პაკეტის შერჩევისას, აუცილებელია მოხდეს როგორც გარემო ფაქტორების, ასევე სხვადასხვა სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინება, მათ შორის ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობა, შენობის სიმაღლე, ქარის დატვირთვა და სხვა მახასიათებლები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ასეთი პროდუქციის შეძენისას არჩევანი პროფესიონალიზმსა და ხარისხზე შეაჩეროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორად შერჩეული მინა-პაკეტით შესაძლოა ისეთი პრობლემები წარმოიშვას, როგორიც არის: ქარის უსიამოვნო ხმა შენობაში, ასევე ქარის დატვირთვის გაუთვალისწინებლობის დროს მინის ჩაღუნვა, ხარვეზები თბოიზოლაციაში და ა.შ.

მათ კი, ვინც ენერგოეფექტური მინის უპირატესობები ჯერ არ იცის, კომპანია "ჯეო გლასი“ მინი ექსპერიმენტს სთავაზობს. მათი განცხადებით, მომხმარებლებს შეუძლიათ კომპანიაში მივიდნენ და ექსპერიმენტის საშუალებით ენერგოეფექტურ და არაენერგოეფექტურ მინებს შორის განსხვავებას უკეთ გაეცნონ სპეციალურად შექმნილი მოწყობილობით, რომლის საშუალებითაც შეადარებენ ჩვეულებრივ და ენერგოეფექტური მინების სიმხურვალის გამტარიანობას.

ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომელი პროფილი იქნება გამოყენებული - მეტალოპლასტმასი თუ ალუმინი. როგორც კომპანია "ჯეო გლასში“ აღნიშნავენ, იმისათვის, რომ კონსტრუქციამ სიმყარე არ დაკარგოს, აქაც აუცილებელია გარემო ფაქტორების გათვალისწინება. სწორედ ამიტომ კომპანიაში მისულ თითოეულ მომხმარებელს კონსულტაციას ინდივიდუალურად, კონკრეტული პროექტიდან გამომდინარე უწევენ.

გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს კომპანიაში უპრეცედენტო სიახლეს სთავაზობენ-არსებული პროდუქციის შეძენა ახლა უკვე უპროცენტო განვადებით შეუძლია. მომხმარებელს საშუალება აქვს კარ-ფანჯრები, სლაიდური სისტემები, ენერგო ეფექტური მინები და სხვა "ჯეო-გლასის“ პროდუქცია 0%-იანი განვადებით შეიძინონ. გარდა ამისა, მათივე თქმით, "ჯეო გლასში“ მთელი რიგი უპირატესობებით სარგებლობს "საქართველოს ბანკის“ Solo მომხმარებელი. მათ "ჯეო გლასში“ პროდუქციის შეძენისას, სხვა ბენეფიტებთან ერთად, 12%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ.

კომპანია "ჯეო გლასში“ მეტალოპლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრების შეძენისას, თქვენ მიიღებთ შეკვეთას მაქსიმალური ხარისხით მინიმალურ ვადაში. ენერგოეფექტური მინით დამზადებული კარ-ფანჯრები საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ ენერგია, შეინარჩუნოთ სახლის სითბო და დაზოგოთ ოჯახის ბიუჯეტი.

დაინტერესების ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია კომპანიას დაუკავშირდეს ნომერზე (+995) 322 11 11 00 ან მეილზე Office@geoglass.ge

(R)