პოპულარული გამოცემები მკითხველებს ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებენ
21-08-2019
პოპულარული გამოცემები მკითხველებს ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებენ
ბათუმი თავისი ულამაზესი ტურისტული პროდუქტებით პოპულარული მედიაგამოცემების ყურადღების ცენტრში ექცევა. როგორ გავატაროთ დაუვიწყარი შვებულება ბათუმში - ამ სათაურით სტატიას ბათუმზე კოსმოპოლიტანი აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ბათუმი არაჩვეულებრივი კურორტი სწორედ მისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების გამოა, სადაც გარდა პლაჟზე დასვენებისა ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება. სტატიაში ყურადღება ძირითად ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე, სამზარეულოსა და ქალაქში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კეთდება.

კოსმოპოლიტანისგან განსხვავებით ბათუმში დასვენებას ტურისტებს ხავერდოვან სეზონზე ურჩევს გავლენიანი გამოცემა Vogue. ჟურნალისტი მკითხველს ბათუმის
სასწრაფოდ მოსანახულებლად 5 ძირითად მიზეზს სთავაზობს. მათ შორისაა აჭარული სამზარეულო, კულტურული მემკვიდრეობა და ბათუმის არქიტექტურული ლანდშაფტი მოხვდა.


ბათუმს ლას ვეგასს ადარებს ცნობილი ბრიტანული გამოცემა Emerging Europe. "ბათუმის ცათამბჯენები, რომლებიც კარგად ჩანს როცა თვითმფრინავი ქალაქს უახლოვდება, საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაფიქსირებულ შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას ადასტურებს“ -
ასე იწყებს ბათუმზე წერას ჟურნალისტი ქრეიგ ტერპი“. სტატიაში ყურადღება ბათუმის სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ძველ ბათუმს, ბოტანიკურ ბაღსა და ადგილობრივ სამზარეულოს ეთმობა. "თუკი ბათუმში უკვე ყველაფერი ნახეთ, ეწვიეთ ბოტანიკურ ბაღს. ადგილი, რომელიც ქალაქს გადაჰყურებს 1912 წელს გაიხსნა და შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ შეიძლება ყველაზე დიდ ბაღად ჩაითვალოს,“ ამბობს ბოტანიკურ ბაღზე საუბრისას ჟურნალისტი.


ვრცელ სტატიას უძღვნის აჭარას ისრაელში, პოპულარული სამოგზაურო ვებ-პორტალი Lametayel, რომელსაც ყოველთვიურად 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. "ორსაათიანი ფრენა და თქვენ ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და პოპულარულ ქალაქში აღმოჩნდებით. დიახ, იქ უამრავი სასტუმრო, რესტორანი და კაზინოა, გრძლად გადაჭიმული სანაპირო ზოლი და ბევრი ხაჭაპური, თუმცა თუკი თქვენი მოგზაურობა გინდათ სხვებისგან განსხვავებული იყოს, უმჯობესია ულამაზეს ბუნებას მიაშუროთ“ იწყება სტატია, რომელშიც გარდა ბათუმისა მკითხველს მტირალას ეროვნულ პარკში, ქედაში, ბოტანიკურ ბაღში მოგზაურობასა და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას ურჩევენ.



პოპულარული მედიაგამოცემების ჟურნალისტებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. აჭარაზე სტატიებს ასევე ამზადებს Forbse, ჩეხეთის Vogue, Zoe magazine და სხვა გამოცემები.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?