ბინები განვადებით - კვირის პალიტრა

ბინები განვადებით

თბილისში ბინების ყიდვა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი და მოთხოვნადი სეგმენტია. ამას მომრავლებული სამშენებლო კომპანიები და დასრულებული თუ მიმდინარე მშენებლობები ადასტურებს. ბინის შეძენის მსურველთათვის, პირველ რიგში, ორი საკითხი დგას წინ: რამდენად ხარისხიანად აშენებს ესა თუ ის სამშენებლო კომპანია და რამდენად ხელმისაწვდომია შეიძინონ უძრავი ქონება.

განვადებით ბინების ყიდვა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია საქართველოში. სწორედ არქია ის სამშენებლო კომპანია, რომელიც მომავალ მაცხოვრებელს გადახდის იმდენად მოქნილ პირობებს სთავაზობს, რომ ის თითოეულ არქელზე მაქსიმალურადაა მორგებული. არქიში ბინების ყიდვისას თქვენ პირველადი შენატანის გადახდა არ მოგიწევთ. ეს, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობაა.

კომპანია უძრავი ქონების მყიდველებს გადახდის სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობს. მაგალითად, თუ თქვენ ბინის შეძენას მშენებარე პროექტში გადაწყვეტთ, მაშინ შიდა უპროცენტო განვადებით ისარგებლებთ. ეს კი მომხმარებელზე ინდივიდუალურად ზუსტად გათვლილი პირობაა. აქვე აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არქის ყველა პროექტი მომავალ მაცხოვრებლებს დათქმულ ვადებში ბარდება.

არქი ასევე გთავაზობთ 12-წლიან განვადებას, რომლის მისაღებად მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ, შემოსავლების დადასტურება კი, ამ შემთხვევაში, საერთოდ არ არის საჭირო.

გარდა გადახდის მოსახერხებელი პირობებისა, არქი თავის მაცხოვრებლებზე ბინის შეძენის შემდეგაც ზრუნავს. მაგალითად, ენერგოეფექტური ბლოკი "იტონგის" დახმარებით, არქელები დაზოგავენ გათბობისა თუ გაგრილებისთვის გამოყოფილ ენერგიას. ეს კი, შესაბამისად, ნიშნავს იმას, რომ კომუნალური ხარჯები იქნება ბევრად მცირე.

არქიში ბინის შეძენის პროცესს უძრავი ქონების მარტივად რეგისტრაციის შესაძლებლობაც ამარტივებს.

(R)