რატომ არის გოლფ კლუბი საუკეთესო ადგილი საქმიანი ურთიერთობებისთვის და არამარტო... - კვირის პალიტრა

რატომ არის გოლფ კლუბი საუკეთესო ადგილი საქმიანი ურთიერთობებისთვის და არამარტო...

გოლფის მოედანზე ადამიანის ხასიათი საუკეთესოდ ჩანს

ბევრი თვლის, რომ გოლფი მოსაწყენი თამაშია. ეს ასე სულაც არ არის. მოთამაშეებს რამდენიმე საათის გატარება უწევთ ერთად და შესაბამისად, კომუნიკაციაც, რაც ყოველთვის საინტერსო პროცესია. თბილისი ჰილსის გოლფ კლუბის დირექტორი პოლ პოჰი დარწმუნებულია, რომ გოლფის მოედანზე ბევრი რამ შეგვიძლია გავიგოთ ადამიანის, მაგალითად ჩვენი მომავალი ბიზნეს პარტნიორის შესახებ. შეგვიძლია შევამოწმოთ თუ როგორ მოიქცევა ის კრიტიკულ სიტუაციებში, შეძლებს თუ არა მოთოკოს ემოციები და ასე შემდეგ.

გოლფი როგორც განსაკუთრებული დიალოგი

გასულ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფებოდა, სადაც გოლფი იაპონიის პრემიერ მინისტრთან, სინძო აბესთან ერთად ითამაშა. თამაშის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მასსა და იაპონიის მთავრობას შორის განსაკუთრებული დიალოგი შედგა. გოლფის მოედანზე შესაძლებელია რეალურად მოდუნება და ჭეშმარიტ ზრახვებზე საუბარი - განაცხადა მან.

როგორ შეუძლია გოლფს ადამიანბის დაახლოვება? 18-ფოსოიან მოედანზე, რაუნდი 4-5 საათს გრძელდება. ამ პერიოდში პარტნიორის შესახებ ბევრი რამის გაგებაა შესაძლებელი.

არცერთ შეხვედრას, იქნება ეს რესტორანში თუ სხვა ლოკაციაზე, ასეთი ეფექტი არ აქვს. საქმიან ვახშამზე პარტნიორთან საუბარი მაქსიმუმ საათნახევარს გაგრძელდეს. ამ პერიოდში შეგიძლიათ გაიგოთ პარტნიორის კულინარიული მისწრაფებების, მისი მანერების, პუნქტუალურობის შესახებ, თუმცა იშვიათად ამაზე მეტი. ამერიკაში და ინგლისში საქმიან პარტნიორებს სახლში ეპატიჟებიან და აცნობენ ოჯახს რაც ნიშნავს "მე მოგიყვანე ჩემს ტერიტორიაზე ესეიგი გენდობი". არ არის ცუდი ვარიანტი ნდობის დასამყარებლად, თუმცა ეს ვარიანტი ყოველთვის არ ამართლებს, რადგან შეიძლება არსებობდეს ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორიც.

თბილისი ჰილსის მთავარი ინვესტორი, სკინესტ გრუფის დამფუძნებელი ოლეგ ოსინოვსკი გვიყვება, რომ გოლფის მოედანზე ადამიანები ხშირად აღწევენ შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და აძლევენ სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციებს.

გოლფი - ძლიერი ადამიანების თამაში

საიმონ ჰილი, გოლფის პროფესიონალი მოთამაშე: "ერთი პარტიის განმავლობაში მოთამაშე 18-ფოსოს გადის, ეს დაახლოებით 10კმ-ია. მას თან დააქვს გოლფის აღჭურვილობის ჩანდა, რაც დაახლოებით 15-20 კგ-ს იწონის. ეს არის იმ ადამიანების სპორტი, ვისაც შეუძლია გადალახოს ფიზიკური დაღლილობა, შეუძლია არ დაკარგოს კონცენტრირების უნარი რამდენიმე საათის განმავლობაში, ბიზნესში წარმატებას ასეთივე ადამიანები აღწევენ."

გოლფი არის თამაში, სადაც ადამიანი თავად აფასებს საკუთარ თავს. მას შეუძლია ითამაშოს პატიოსნად, ყველა წესის დაცვით, შეუძლია არ მოიქცეს ასე, რადგან მოედანზე მოთამაშეები, როგორც წესი, ერთმანეთისგან 100-150 მეტრის დაშორებით არიან. ჩნდება ცდუნება, რომ მაგალითად შეცვალო ბურთის მდებარეობა. დაინახა. არსებობს ადამიანი ვინც აწარმოებს ანგარიშს და თვალყურს ადევნებს თამაშს, თუმცა იმ ადამიანის ამოცნობა, რომელიც მოედანზე პატიოსნად არ იქცევა ყოველთვის ადვილია მსაჯების და მარკერების გარეშეც. არავინ მიიჩნევს მათ გამარჯვებას ღირსეულად. ასეთ ადამიანებს არ ეჩხუბებიან, გოლფი ხომ ჯენტლმენების სპორტია, თუმცა ასეთ ადამიანებთან სერიოზულ თემებზე, მაგალითად ბიზნესზეც არავინ ისაუბრებს.

გოლფი - აქტიური თამაში

გოლფი თანამედროვე ინტელექტუალების თამაშია. არსებობს სტერეოტიპი, რომ გოლფის მოედნებს ხშირად სტუმრობენ ქალბატონები, ვინც პარტნიორს ან მომავალ მეუღლეს ეძებს. დიახ, გოლფის მოედანი შეიძლება იყოს გაცნობის ადგილი, თუმცა ეს არის ბარი ან რესტორანი, სადაც ძალიან მარტივად გაიცნობ სასურველ ადამიანს. აქ საჭიროა თავადაც მოწოდების სიმაღლეზე იყო, რაც გულისხმობს თამაშში აქტიურ ჩართულობას. გოლფში, როგორც ბიზნესში, მნიშვნელოვანი კომუნიკაციაა და აქაც პასიურად ყოფნას არავინ აფასებს. დამწყები გოლფის მოთამაშეც სულ უნდა ცდილობდეს საკუთარი შედეგების გაუმჯობესებას, რომ სხვა მოთამაშეებზე შთაბეჭდილება მოახდინოს.

გოლფში არსებობს ასეთი ტერმინი ჰანდიკაპი, რაც მოთამაშის სტატუსის აღმნიშვნელია. რაც უფრო მაღალია მოთამაშიც ჰანდიკაპი, უფრო შორსაა ის პროფესიონალურ დონესთან, თუმცა მაღალი და დაბალი ჰანდიკაპის მქონე მოთამაშეებსაც აქვთ უფლება ერთად ითამაშონ. მაგალითად თუ მოთამაშე 18-ფოსოიან მოედანს 100 დარტყმაში გაივლის მისი ჰანდიკაპი +28 იქნება. 68 დარტყმაში კი მოთამაშე მიიღებს -4 ჰანდიკაპს, რა ფაქტობრივად საერთაშორისო სპორტის ოსტატის ტიტულის ტოლფასია.

თუ გინდათ მოედანზე სერიოზულ შეთანხმებას მიაღწიოთ ან სასურველი პარტნიორი იპოვნოთ, სასურველია ამ დონეს მიაღწიოთ.

გოლფი - სტრატეგების თამაში

ახალბედებს ეჩვენებათ, რომ საკმარისია დაუმიზნო და დაარტყა ბურთს და შედეგიც არ დააყოვნებს. სინამდვილეში ყველაფერი ასე მარტივად არ არის. გოლფში აუცილებელია ხედავდე მიზანს და იცოდე ბურთის ტრაექტორია. ეს თამაშისადმი გაცნობიერებული მიდგომაა. მეორე მნიშვნელოვანი რამ კი მუდმივი ვარჯიშია. ძალიან დიდი ძალისხმევა და სურვილია საჭირო, როგორც ბიზნესში საუკეთესო მენეჯერად ითვლება ის, ვინც იცის რა ნაბიჯები უნდა გადადგას რომ გამოიყვანოს კომპანია კრიზისიდან. შემოქმედებითობა და არასტანდარტული მიდგომა პრობლემების მოსაგვარებლად ამ შემთხვევაში არ ამართლებს. ყველაფერში საჭირო ცოდნა და გამოცდილებაა.