"რაგბის მსოფლიო თასი 2019" და პროექტი, რომელიც გულშემატკივრობას უფრო აზარტულს გახდის
"რაგბის მსოფლიო თასი 2019" და პროექტი, რომელიც გულშემატკივრობას უფრო აზარტულს გახდის
რაგბის მსოფლიო თასამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. რიგით მე-9 მსოფლიო ჩემპიონატი აზიაში, კერძოდ, იაპონიაში, 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. რაგბის მსოფლიო თასისთვის 20 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის, საქართველოს ნაკრებიც, რომელმაც გასულ ჩემპიონატზე არნახული შედეგები აჩვენა, მსოფლიოს საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვდა. ნაკრებმა ოთხი წლით ადრე მოიპოვა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.

ვინაიდან "რაგბის მსოფლიო თასი" სპორტის ამ სახეობაში ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატია, რომელსაც მთელ მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს,
გამომცემლობა "პალიტრა L"-მა "საქართველოს რაგბის კავშირთან" თანამშრომლობით შექმნა რაგბის მოყვარულებისთვის სპეციალური პროექტი - მომზადდა სტიკერების ალბომი.

სტიკერების ალბომის წყალობით რაგბის გულშემატკივარს არც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი თუ მოვლენა არ გამორჩება. ალბომში ნახავთ: ინტერაქტიულ შესავსებ კალენდარს, იაპონიის ქალაქებსა და სტადიონებს, ბორჯღალოსნების ისტორიას, რაგბის ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების
სტიკერებს.


"საქართველოს რაგბის კავშირის" პრეზიდენტ გოჩა სვანიძის თქმით, სტიკერების ალბომი ძალიან მნიშვნელოვანია რაგბის პოპულარიზაციისთვის: "სპორტის ამა თუ იმ სახეობის, ამ შემთხვევაში, რაგბის პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სტიკერები, რომლებზეც ცნობილი მორაგბეები არიან გამოსახული. მოზარდები, ახალგაზრდები თუ რაგბის მოყვარულები აქტიურად იყენებენ მათ, ათავსებენ საკუთარ რვეულებზე, სამუშაო ბლოკნოტებზე. შედეგად, ამახსოვრდებათ და მათ გონებაში დადებითად იბეჭდება.

ეს პროექტი მნიშვნელოვანი და საინტერესოა რაგბის გულშემატკივრებისთვის იმიტომაც, რომ მათ საშუალება ეძლევათ, მეტად ინფორმირებული იყვნენ 2019 წლის ჩემპიონატის შესახებ მის დაწყებამდე და მიმდინარეობისას. წელს ნამდვილად განსაკუთრებული გულშემატკივრობა გვჭირდება. რა თქმა უნდა, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენი მიზანია, ძალიან მაღალი დონის თამაშები ჩავატაროთ და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი ნაკრები თავს გაართმევს", - აღნიშნა გოჩა სვანიძემ.

ალბომში ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების 156 სტიკერია. გარდა იმისა, რომ რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასს მომზადებული შეხვდებით და ქართველ ბორჯღალოსნებს უგულშემატკივრებთ, სხვადასხვა პრიზის მოგებასაც შეძლებთ: საქართველოს ნაკრების გულშემატკივრის მაისურს, "ნიკორას" პროდუქტების კალათასა და გაზეთ "ლელოს" ერთთვიან გამოწერას (30 ნომერი). პრიზს მიიღებს ის, ვინც სტიკერების სრულ კოლექციას შეაგროვებს. თუკი რამდენიმე ერთნაირი სტიკერი დაგიგროვდებათ, შეგიძლიათ მეგობრებს გაუცვალოთ და სტიკერების სრული კოლექცია შექმნათ.
სტიკერების ალბომის შეძენა დღეიდან უკვე შეგიძლიათ წიგნის მაღაზიებში, პრესის გავრცელების წერტილებსა და სუპერმარკეტებში.

მარიამ ტურძილაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები