"შერატონი“ თბილისში გრანდის სტატუსით ბრუნდება - კვირის პალიტრა

"შერატონი“ თბილისში გრანდის სტატუსით ბრუნდება

მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში "შერატონის“ 400-ზე მეტ სასტუმროს "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მარტიდან უკვე განახლებული სტატუსით შეუერთდა.

"შერატონის“ ლეგენდარული ბრენდი მსოფლიოში 1937 წლიდან ფუნქციონირებს და თითქმის საუკუნეა, რაც მსოფლიოს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში უყრის თავს, მათ შორის, თბილისშიც.

"შერატონის“ ბრენდს შიდა რეიტინგი აქვს. ესაა სტატუსი გრანდი, რომელიც სტატუსურად 5 ვარსკვლავს უტოლდება. ამ სტატუსს "შერატონის“ ბრენდის სასტუმროები იღებენ გამორჩეული ადგილმდებარეობის, უნიკალური სამზარეულოს, საკონფერენციო სივრცეებისა და გამორჩეული ინტერიერის დიზაინის გამო.

ეკლექტური ინტერიერი

ქართული ელემენტები აქ ინტერიერის ყველა დეტალში იგრძნობა - კავკასიონი, მთები, ჯაჭვის ფარდები, ფორმები და ფერები - სასტუმროს თითოეული დარბაზისა და სივრცის ინტერიერი საქართველოს ისტორიას ჰყვება. ეს დეტალები ყველგან შეიძლება აღმოაჩინოს ცნობისმოყვარე სტუმარმა: პერსონალს ჩოხის მსგავსი უნიფორმა აცვია; ჯაჭვის ფარდები ქართულ საბრძოლო სულს ასახავს; ღვინის ბიბლიოთეკაში 1600 ბოთლზე ღვინოა წარმოდგენილი; მეათე სართულის რესტორნის კერძები კი, რომლის შექმნაზეც შეფმზარეულმა გიორგი ნინუამ იმუშავა, მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ევროპულს - გემოები ტრადიციულია.

საკონფერენციო დარბაზები

"შერატონმა“ უკვე უმასპინძლა 1000-მდე სტუმარს ერთ დარბაზში. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზებს საქართველოს მწვერვალების სახელები ჰქვია, "თეთნულდის“, "შხარასა“ და " უშბას“ გაერთიანების შედეგად ერთ დიდ დარბაზს, "კავკასიონს“ ვიღებთ, რომლის ფართიც 2600 კვ.მ-ია; სულ 12 საკონფერენციო დარბაზია 12 ქართული მწვერვალის სახელწოდებით.

ლოკაცია

სასტუმრო აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მდინარე მტკვრის სანაპიროზეა გაშენებული. "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მთავარი ღირსშესანიშნაობა თბილისის შთამბეჭდავი ხედებია, რომლით ტკბობაც ვრცელი ტერასებიდან, მეათე სართულის რესტორან "ათიდან“ და თავად ნომრებიდანაა შესაძლებელი. მოსახერხებელი საპარკინგე ზონა ერთდროულად ათობით სტუმრის მიღების საშუალებას იძლევა; თვალწარმტაცი ხედი კი - ძველი თბილისის ეკლექტური არქიტექტურა, ბოტანიკური ბაღი, კულტურული ღირსშესანიშნაობები და პრეზიდენტის სასახლე - ხელისგულივით იშლება რესტორნიდან და ტერასებიდან.

რესტორანი "ათი“

დაბოლოს, გემოების ფოიერვერკი სასტუმროს მეათე სართულზე - აქ სტუმრებს თანამედროვე ქართული გრილის რესტორანი დახვდებათ, რომლის მენიუც შეფმზარეულ გიორგი ნინუას მიერ შემუშავდა. მენიუ ქართული სამზარეულოთია შექმნილი და შთაგონებული. ნაცნობი ქართული გემოები განახლებული ვიზუალითა და თანამედროვე გადაწყვეტებით - ესაა გიორგი ნინუას მიერ შექმნილი ექსპერიმენტული, თანამედროვე და, ამავე დროს, ტრადიციული კულინარია.

რესტორნის ინტერიერის დიზაინი ისეა დაგეგმარებული, რომ თითოეული სტუმარი დარბაზის სიღრმიდანაც კი ტკბებოდეს ძველი თბილისის შთამბეჭდავი ხედებით. რესტორანს ორი მხრიდან ტერასა არტყამს; ეკლექტური ავეჯი და გამწვანებული ინტერიერიც ქართული კონცეფციის ნაწილია.

კეთილგანწყობილი, თავდაჯერებული და საზოგადოებაზე ორიენტირებული - "შერატონის“ სამი მთავარი ღირებულება თბილისის განახლებულ სასტუმროში კვლავ გაერთიანდა. ბრენდის ერთსაუკუნოვანი ტრადიციებითა და ღირებულებებით და სასტუმროს მდიდარი ისტორიით განახლებული "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 1-ლი მარტიდან ისევ ეპატიჟება და აერთიანებს მსოფლიოს საქართველოს დედაქალაქში.