თუ ფრენა დაგვიანდა ან გაუქმდა, შეგიძლიათ €600 კომპენსაცია მოითხოვოთ - FlyBack - კვირის პალიტრა

თუ ფრენა დაგვიანდა ან გაუქმდა, შეგიძლიათ €600 კომპენსაცია მოითხოვოთ - FlyBack

მოგზაურობა ყველა ადამიანს უყვარს, თუმცა რა ხდება მაშინ თუ ავიაკომპანია გააუქმებს ან დააგვიანებს ფრენას?

ჩვენ გავესაუბრეთ ქართული კომპანიის FlyBack.Ge-ს გენერალურ დირექტორს საბა მიგრიაულს, რომლებიც სწორედ ასეთ შემთხვევაში ეხმარებიან მგზავრებს ზარალის ანაზღაურებასა და ფულადი კომპენსაციის მიღებაში.

რისი მოთხოვნა შეუძლია მგზავრს თუ ფრენა დაგვიანდა, გადაიდო ან თუნდაც გაუქმდა?

თუ რეისი ვერ შესრულდა დანიშნულ დროს, ამან შესაძლებელია თქვენ საკმაოდ დიდი მორალური ან ფინანსური ზარალი მოგაყენოთ და თუ უკვე გქონიათ მსგავსი შემთხვევა, თქვენთვის უცხო არ იქნება ნერვიულობა და არეულობა, რომელიც ფრენის დაგვიანებას ან გაუქმებას ახლავს თან.

სწორედ ამის გათვალისწინეთ, 2004 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც თქვენ გაძლევთ უფლებას აინაზღაუროთ მიღებული ზარალი და მიიღოთ საკმაოდ სოლიდური თანხა.

იმ შემთხვევაში თუ ფრენა დაგვიანდება, გაუქმდება ან ვეღარ მიუსწრებთ დაკავშირებულ რეისს (ტრანზიტი / გადაჯდომა), გაქვთ უფლება მოითხოვოთ კომპენსაცია 250-დან 600 ევრომდე.

როგორ უნდა მიიღოს მგზავრმა ფრენის კომპენსაცია?

ეს რეალურად ძალიან მარტივია, მგზავრმა მხოლოდ უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა ჩვენს საიტზე FlyBack.Ge და მგზავრის მხრიდან მეტი აღარაფერია საჭირო. ჩვენ შემდეგ მოვიძიებთ ინფორმაციას რეისის შესახებ, დავადგენთ რამდენად შეესაბამება კომპენსაციის მიღების კრიტერიუმებს და ამის მიხედვით დავიწყებთ უკვე საქმის წარმოებას.

ჩვენ უკვე ათასობით ქართველ მგზავრს დავეხმარეთ კომპენსაციის მიღებაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და დღემდე წარმატებულად ვმშაობთ მგზავრთა უფლებების დასაცავად.

ხოლო საუკეთესო არის ის, რომ მგზავრი წინასწარ არაფერის არ იხდის ჩვენ მომსახურებაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქმეს მოვიგებთ და მივიღებთ კომპენსაციას, ასეთ დროს კომპენსაციის 25%-ს შეადგენს ჩვენი სერვისის ღირებულება. თუ რაიმე მიზეზით არადამაკმაყოფილებელ შედეგს მივიღებთ, მგზავრი არ იხდის არაფერს და ყველა ხარჯს ვფარავთ ჩვენ. ჩვენთვის უპირველესი მიზანია, რომ ჩვენი სერვისი იყოს მორგებული მომხამრებელზე და ჩემი აზრით, ეს საუკეთესო შემოთავაზებაა რაც კი შეიძლება მიიღოს მომხმარებელმა.

რაზეა დამოკიდებული კომპენსაციის ოდენობა?

კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია მხოლოდ მანძილზე დანიშნულების ადგილამდე და განისაზღვრება 250-დან 600 ევრომდე:

თუ საფრენი მანძილი 1500 კმ-მდეა --- 250 ევრო

საფრენი მანძილი 1500-3500 კმ-მდე --- 400 ევრო

საფრენი მანძილი 3500 კმ ან მეტი ---- 600 ევრო

გასათვალისწინებელია, რომ ბილეთის ფასს არანაირი გავლენა არ აქვს ფრენის კომპენსაციის ოდენობაზე. იმ შემთხვევაშიც თუ 20 ევრო გაქვთ გადახდილი ბილეთი და იმ შემთხვევაშიც თუ 170, კომპენსაციის ოდენობა ორივე შემთხვევაში იქნება ერთი და იგივე.

კარგი ამბავი არის ის, რომ როგორც წესი კომპენსაცია ორჯერ და სამჯერ მეტია ხოლმე, ვიდრე ორმხრივ ბილეთში გადახდილი თანხა, რაც მომხმარებლებისთვის ხშირად დიდი სურპრიზი არის ხოლმე.

მაგალითად: თუ თქვენ მიფრინავდით ქუთაისი-მილანის რეისით, თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია 400 ევრო, ლონდონი-თბილისის რეისისთვის 600 ევრო , ქუთაისი-ლარნაკას რეისზე 250 ევრო, თბილისი-სტამბოლი-ბარსელონას რეისისთვის შეგიძლიათ მოითხოვოთ 600 ევრო და ა.შ.

როგორია კომპენსაციის მიღების კრიტერიუმები?

იმისთვის, რომ დავიწყოთ ფიქრი კომპენსაციის მიღებაზე არსებობს სულ რამდენიმე კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს რეისი, რომ შეძლოთ კომპენსაციის მოთხოვნა:

1. ავიაკომპანია უნდა იყოს პასუხისმგებელი რეისის შეფერხებაზე (ფრენის გადადება, დაგვიანება, გაუქმდება, დაკავშირებული რეისის გამოტოვება)

2. საბოლოო დანიშნულების ადგილას თქვენი ჩასვლა უნდა იყოს დაგვიანებული მინიმუმ 3 საათით ან მეტით.

-- იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ დაკავშირებული ფრენები, მაგალითად თბილისი-ვარშავა-ბარსელონა, ხოლო თბილისი-ვარშავას რეისის ნებისმიერი დროით დაგვიანებამ განაპირობა თქვენი დაგვიანება ვარშავა-ბარსელონას რეისზე და ვეღარ გაფრინდით ამ რეისით, თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია დაკავშირებული ფრენის გამოტოვებისთვის

ხოლო ფრენის გაუქმების შემთხვევაში ემატება კიდევ ერთი კრიტერიუმი:

3. რეისზე ცვლილების ან გაუქმების შემთხვევაში ავიაკომპანიისგან შეტყობინება უნდა გქონდეთ მიღებული რეისამდე 14 დღეზე ნაკლებით ადრე.

-- თუ ავიაკომპანიამ ცვლილების შესახებ ელ.ფოსტით ან ტელეფონის საშუალებით შეგატყობინათ შეგატყობინათ ფრენის შესრულებამდე 14 ან მეტი დღით ადრე, ეს კანონმდებლობით მათ ათავისუფლებს კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან.

შეიძლება კომპენსაციის მოთხოვნა ძველი რეისისთვის?

დიახ, ნამდვილად შეგიძლიათ კომპენსაცია მოითხოვოთ ძველი რეისისთვის, თუმცა ვადები დამოკიდებულია იმ ქვეყნებზე, რომელთა შორისაც სრულდებოდა რეისი. მაგალითისთვის ესპანეთის კანონმდებლობით კომპენსაციის მოთხოვნა შეგიძლიათ რეისის შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში, ბრიტანეთის შემთხვევაში 6 წლის განმავლობაში. ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ რომ საშუალოდ 3 წლის განმავლობაშია შესაძლებელია მიიღოთ კომპენსაცია. ფრენიდან რაც უფრო მალე შეავსებთ აპლიკაციას FlyBack.Ge-ზე, რა თქმა უნდა, უფრო დიდი შანსი გექნებათ კომპენსაციის მიღებისაც. ნახეთ ყველა ქვეყნის ჩამონათვალი და რამდენი წლის განმავლობაში შეგიძლიათ კომპენსაციის მიღება

გაიგეთ მეტი FlyBack-ის ვიდეოში: https://www.youtube.com/watch?v=r1Y4AkcgWX8

რა დოკუმენტები სჭირდება მგზავრს რომ მოითხოვოს კომპენსაცია ?

ფრენის კომპენსაციის მისაღებად თქვენ არ გჭირდებათ დოკუმენტების მთელი დასტა, ამისთვის ბილეთი და პასპორტიც სრულიად საკმარისია. მხოლოდ ეს ორი დოკუმენტია დაგჭირდებათ და სულ ეს არის. თუ ბილეთი შენახული არ გაქვთ, შეგიძლიათ ბილეთის ჯავშანიც გამოიყენოთ FlyBack.Ge-ზე აპლიკაციის შესავსებად. კონკრეტული საქმის შემთხვევაში შეიძლება დაგვჭირდეს დამატებითი დოკუმენტი, მაგალითად თუ მგზავრი არასრულწლოვანია, შესაძლეებლია საჭირო გახდეს დაბადების მოწმობა და მშობლის პასპორტი.

დაზღვევა ან წინასწარი რეგისტრაცია რამდენად არის საჭირო კომპენსაციის მისაღებად?

კომპენსაციის მოსაღებად მგზავრისგან არაფერია საჭირო გარდა სურვილისა, მით უმეტეს დაზღვევა. წინასწარ არაფრის გაკეთება არ არის აუცილებელი. თუნდაც მას შემდეგ გაიგოთ ფრენის კომპენსაციის შესახებ, რაც ფრენა გადაიდება ან გაუქმდება, თქვენ აბსოლუტურად გაქვთ უფლება მიიღოთ კომპენსაცია 600 ევრომდე.

გაიგეთ მეტი FlyBack-ის ვიდეოში: https://www.youtube.com/watch?v=RwP5glZ2ooU

კომპენსაციის მიღებას რამდენი დრო სჭირდება?

მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციის მიღება ძალიან მარტივი პროცესია მგზავრისთვის, მეორემხრივ ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხი და დიდი სამუშაოა იურიდიული კომპანიისთვის. კონკრეტულ ვადებს კანონმდებლობა არ ადგენს, თუმცა ჩვენი გამოცდილებით, კომპენსაციის მიღებას საშუალოდ 1-5 თვე სჭირდება, რაც ყველა მგზავრის საქმეზე განსხვავებულია.

გაიგეთ მეტი FlyBack-ის ვიდეოში: https://www.youtube.com/watch?v=A6OjWd2mxF0

საინტერესოა, აპირებთ თუ არა უცხოურ ბაზრებზე გასვლას მომავალში?

ვინაიდან საქართველოში უკვე წლებია წარმატებულად ვმუშაობთ და ბაზარზე სტაბილურად ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია განვითარება, სწორედ ამიტომ, რამდენიმე თვის წინ ჩვენ უკვე გავედით საერთაშორისო ბაზარზე და საქართველოს საზღვრებს გარეთაც ვეხმარებით მოგზაურებს კომპენსაციის მიღებაში - 3FlightDelay – Flight Compensation . ამიტომ თქვენ უცხოელ მეგობრებს უკვე შეუძლიათ ჩვენი ინგლისურენოვანი პლათფორმით ისარგებლონ.

არ ხართ დარწმუნებული გეკუთვნით თუ არა ფრენის კომპენსაცია? ეს არ არის პრობლემა

შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა FlyBack.Ge-ზე და ისინი დაადგენენ ექვემდებარება თუ არა თქვენი შემთხვევა რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობას. იმ შემთხვევაშიც კი თუ ზუსტი დაგვიანების დრო არ გახსოვთ, FlyBack.Ge-ს გუნდს ამის შემოწმებაც შეუძლია.

ვებ-საიტი: FlyBack.Ge

ელ.ფოსტა: Support@FlyBack.Ge

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/FlyBack.Ge

YouTube არხი: http://www.youtube.com/channel/UCjUZPdkObgJHLbBO3UGmrJw

(R)