"ტოპ თრილერი" - სიახლე მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის - კვირის პალიტრა

"ტოპ თრილერი" - სიახლე მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის

მძაფრი შეგრძნებების მოყვარული მკითხველისათვის გამომცემლობა "პალიტრა L"-ს სასიამოვნო სიახლე აქვს. 12 სექტემბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად "ტოპ თრილერის" სერია გამოვა.

საშიში, ჩახლართული ისტორიები და მისტიკა, რომელიც თრილერებს ახლავს, მკითხველის ინტერესს ზრდის და ცნობისმოყვარეობას ამძაფრებს, ამიტომაც თუ თრილერის კითხვა დავიწყეთ, წიგნისთვის თვალის მოწყვეტა გვიჭირს. ყოველდღიურობით დაღლილები კითხვისას სხვა რეალობაში ვინაცვლებთ. თითოეული გვერდი თითქოს გზაა მოულოდნელ ფინიშამდე, რომელსაც მოლოდინით ვუახლოვდებით და ეს პროცესი დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.

აღსანიშნავია, რომ "ტოპ თრილერი" აერთიანებს წიგნებს, რომლებზეც მსოფლიო ლაპარაკობს. მათი უმრავლესობა ეკრანიზებულია ჰოლივუდის წამყვანი კინოსტუდიების მიერ და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. პროექტით დაგეგმილია ყველაზე ცნობილი თანამედროვე თრილერების გამოცემა.

გიორგი კიკაბიძე, პროექტის მენეჯერი: - "პალიტრა L" ყოველთვის სიურპრიზებს უწყობს ერთგულ მკითხველებს. სწორედ ამიტომ სერია "ნამდვილი დეტექტივის" შემდეგ მკითხველს უკვე თრილერებს სთავაზობს სპეციალურ ფასად.

"ნამდვილი დეტექტივის" მკითხველს აუცილებლად მოეწონება "ტოპ თრილერის" სერიის წიგნები. ამ წიგნებს ვერ მივიჩნევთ კლასიკურ დეტექტივად, რადგან თრილერის სიუჟეტი უფრო დაძაბული და სწრაფია. ეს სერია გააერთიანებს თანამედროვე ავტორებს, როგორებიც არიან სტივენ კინგი, რობერტ გელბრეითი (ჯოან როულინგი), იუ ნესბო და სხვა. "ტოპ თრილერის" სერიის წიგნების მიხედვით გადაღებულია ძალიან ცნობილი ფილმები, რომლებმაც მსოფლიოში უამრავი ადამიანის გული მოიგო.

- რამდენი წიგნის გამოცემა იგეგმება "ტოპ თრილერის" სერიით და როგორი ინტერვალით?

- პროექტი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჟურნალ "გზასთან""ერთად წიგნი თვეში ერთხელ გამოიცემა.

- პირველად, ანუ 12 სექტემბერს, რომელი წიგნის წაკითხვის საშუალება მიეცემათ ერთგულ მკითხველებს? - სერიის პირველი წიგნი გილიან ფლინის "გაუჩინარებული ქალი" იქნება. წიგნში მოთხრობილია ამბავი, რომელშიც ლოგიკური ძაფები იოლად წყდება და იბურდება. 2014 წელს წიგნის მიხედვით გადაიღეEს ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ბენ აფლეკი და როზამუნდ აიკი თამაშობენ. ამ უკანასკნელმა მთავარი როლის შესრულებისთვის "ოსკარიც" აიღო.

- რა ეღირება წიგნი ჟურნალთან ერთად და მის გარეშე და სად შეიძლება მათი ყიდვა? - წიგნის სპეციალური ფასი იქნება 6,50 ლარი, ჟურნალ "გზასთან""ერთად - 8 ლარი. ყიდვა შეიძლება წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ადგილებში.

ეკა სალაღაია

წიგნის სპეციალური ფასი იქნება 6,50 ლარი, ჟურნალ "გზასთან" ერთად - 8 ლარი