Tbilisi Hills Golf & Residences – გამორჩეულად მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი - კვირის პალიტრა

Tbilisi Hills Golf & Residences – გამორჩეულად მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი

საერთაშორისო სტანდარტების სამშენებლო მასალები და ევროპული გამოცდილება სამშენებლო ობიექტზე

ბოლო ათწლეულია თბილისის განაშენიანება უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ბოლო რამდენიმე წელია კი დედაქალაქში მშენებლობების ბუმია. ძირითადი წილი მრავალსართულიან საცხოვრებელი კორპუსებისაა, შედარებით ნაკლებია დაბალსართულიანი სახლები და ძალიან ცოტა, სულ რამდენიმე, კერძო სახლების დასახლება. ყველა სამშენებლო კომპანია ცდილობს მომხმარებლის მოზიდვას საკუთარი უპირატესობის წარმოჩენით. ძირითადად ეს მდებარეობა, მშენებლობის მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი, დაცული ტერიტორია და მრავალი სხვაა. მომავალ მაცხოვრებლებს სხვადასხვა პრიორიტეტები აქვთ, თუმცა ის რითიც ყველა ინტერესდება და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხიანად, მაღალი სტანდარტების დაცვით წარმოებული სამშენებლო სამუშაოებია. სახლი გრძელვადიანი ინვესტიციაა, სადაც ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და რაც მთავარია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით წარმოებული სამშენებლო სამუშაოები თბილისი ჰილსის გუნდისთვის პრიორიტეტია. გამწვანებული, დაცული სამეზობლოს კონცეფციის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის კიდევ ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების გამოყენებაა.

თბილისი ჰილსის მშენებლობაში გამოყენებული ყველა მასალა ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს. კომპლექსი ესტონური ინვესტიციით შენდება, თუმცა მომწოდებლების ნაწილი ის ქართული კომპანიებია, ვინც დღესდღეობით ქართულ ბაზარზე უპირობოდ ლიდერობს.

კომპანია "ჯეოსთილი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან გამოჩნდა. IშO 9001:2008 სერტიფიკატის მქონე კომპანია მკაცრად იცავს ხარისხის სტანდარტებს. სხვადასხვა ხარისხის საერთაშორისო დამადასტურებელი სერტიფიკატები კომპანიას უფლებას აძლევს აწარმოოს და მოამარაგოს კლიენტები მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის არმატურით. "ჯეოსთილი" აღჭურვილია საკუთარი ქიმიური და მექანიკური სატესტო მოწყობილობებით და რადიაციის გამოვლენის სისტემით.

კომპანიას "ბედეგი" მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს და ასევე უპირობო ლიდერია ქართულ სამშენებლო ბაზარზე. 30 სახეობის სამშენებლო პროდუქცია დასავლური წარმოშობის წამყვანი კომპანიების დანადგარებით იწარმოება. სწორედ ამ კომპანიის ბლოკი იქნება გამოყენებული თბილისი ჰილსის მშენებლობაში.

"ჰაიდელბერგცემენტი" ყველასათვის ცნობილი ბრენდია სამშენებლო სფეროში. ცემენტის უმსხვილესი მწარმოებლის საწარმოები მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული და ყველა ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს.

გარდა ამ ზემოთჩამოთვლილი მომწოდებლებისა, თბილისი ჰილს კიდევ მრავალი სხვა კონტრაქტორი კომპანია ეყოლება, რომლებიც მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე შემოუერთდებიან პროცესს.

სამშენებლო მასალები მნიშვნელოვანი და მთავრია, თუმცა თბილისი ჰილსში მიაჩნიათ, რომ გადამწყვეტი მაინც მათი სწორად გამოყენება და მონტაჟია. იმისათვის რომ ეს პუნქტიც უშეცდომოდ შესრულდეს, კომპანიას დაქირავებული ჰყავს გამოცდილი კონსულტანტები ლატვიიდან და პროექტ მენეჯერი გერმანიიდან. სწორედ მათი მოვალეობაა მშენებლობის პროცესში ევროპული სტანდარტების დანერგვა და განხორციელება.

ევროპული სტანდარტის შემადგენელი ნაწილი, ბუნებრივია ეკო მეგობრული მასალების გამოყენებაც არის. ველური ბუნებისა და ახალი ტექნოლოგიების სინთეზით, შეიქმნა ეს უნიკალური პროდუქტი, საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქისგან მოშორებით, თუმცა ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს. კომპლექსში გამოყენებული იქნება "ჭკვიანი სახლის" სისტემა და ასევე მომავალი მაცხოვრებლების სურვილის მიხედვით, შესაძლებელი იქნება სახლების ნახევრადავტონომიური ელექტრომომარაგების სისტემით აღჭურვა, რომელიც მზის ელემენტის გამოყენებითა და ენერგოდამზოგავი მასალებით შენდება და აპარტამენტებს უფრო ეკოლოგიურსა და ეკონომიურს ხდის. თითოეულ სახლში იქნება გათბობის, ვენტილაციისა და სენსორული კონდიცირების სისტემები, რაც ასევე საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. კომპლექსის მთელს ტერიტორიაზე კი სმარტ განათებები განთავსდება, რაც ასევე ეკოლოგიაზე ზრუნვას ემსახურება.

ქალაქიდან მოშორებით, თუმცა ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოს, ველური ბუნების, გამწვანებული გარემოსა და თანამედროვე მინიმალისტური არქიტექტურის სინთეზი, უნიკალური მდებარეობა, უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებული რამდენიმე ტიპის საცხოვრებელი სახლი, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანი და მრავალი სხვა – თბილისი ჰილსში ყველაფერია მშვიდი, დაცული, ბედნიერი ცხოვრებისთვის.

(R)