Galaxy Note10|10+ ის გაყიდვები დაიწყო!
Galaxy Note10|10+ ის გაყიდვები დაიწყო!
სამსუნგის უახლესი ფლაგმანი მოდელები Galaxy Note10|10+ უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორების მაღაზიებში.
შეიძინე წლის საუკეთესო სმარტფონი და გამოსცადე ახალი თაობის სიმძლავრე!

წელს პირველად ნოუთის ხაზის ისტორიაში სამსუნგმა ორი სხვადასხვა ზომის და კონფიგურაციის სმარტფონი წარმოადგინა - Galaxy Note10 და Galaxy Note 10+.

სმარტფონები შექმნილია კრეატიული, სოციალურად აქტიური და საქმიანი ადამიანისთვის, ვინც მაქსიმალურს მოითხოვს თავისი სმარტფონისგან.

სმარტფონები აღჭურვილია 7 ნანომეტრიანი, ულტრა თანამედროვე პროცესორით, რომელიც მის წინამორბედთან შედარებით გახდა კიდევ უფრო მძლავრი და
ამავდროულად ენერგოეფექტური. Galaxy Note10|10+ ეკრანები დინამიური AMOLED ტექნოლოგიის FHD+ რეზოლუციის ეკრანით არის აღჭურვილი. მას ამ ეტაპისათვის ყველაზე მაღალი სიმკვეთრის მაჩვენებელი აქვს და HDR10+ ტექნოლოგიის მხარდაჭერით შეუძლია მილიარდზე მეტი ფერის გადმოცემა.

Galaxy Note10+ გიგანტური 6,8 Infinity O-ტიპის ეკრანით, ყველაზე დიდი და ძლიერი მობილური მოწყობილობაა ბაზარზე. მისი
შიდა მეხსიერება 256 GB-ია, ხოლო მიკრო შD ბარათის მხარდაჭერა გაძლევთ საშუალებას მოცულობა 1 ტერაბაიტამდე გაზარდოთ. Galaxy Note10+ ვერსიაში ძირითადი კამერების რაოდენობა ოთხია, დამატებული აქვს 3D სენსორი, იგივე TOF კამერა. გიგანტური ეკრანის მქონე სმარტფონის აკუმულატორის მოცულობაც შესაბამისია და შეადგენს 4300 მილიამპერს.

Galaxy Note10 წარმოდგენილია 6.3 ინჩიანი Infinity O-ტიპის ეკრანით. მისი შიდა მეხსიერება 256GB-ია, ხოლო ოპერატიული მეხსიერება 8 GB შეადგენს. აქვს სამი ძირითადი კამერა: ფართოკუთხიანი 12 MP, ფ/1.5- ფ/2.4, 27მმ; ტელეფოტო - 12 MP, ფ/2.1, 52მმ და ულტრაფართოკუთხიანი ლინზა 16 MP, ფ/2.2, 12მმ.

სუპერ სწრაფი, უსადენო დამუხტვა, გაუმჯობესებული კამერა, ობიექტების 3D სკანირება, ვიდეოგადაღებისა და დამუშავების სრულიად განსხვავებული შესაძლებლობები, ახალი თაობის S-Pen, რომელიც ახლა უკვე შეხების გარეშე მართვის საშუალებას გაძლევთ და ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რაც ერთ სმარტფონშია თავმოყრილი.

სმარტფონები წარმოდგენილია ოთხ საოცრად ლამაზ ფერში: მოელვარე ნათება, მოელვარე შავი, მოელვარე თეთრი და მოლევარე წითელი.
სამსუნგი გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით! სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, მაგთი, ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება. ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის – შემოწმებულია და სრულად თავსებადია ადგილობრივი მობილური ოპერატორების ქსელებთან.

ჰოლოგრამით შეძენის შემთხვევაში შენ შეგიძლია ჩაერთო Trade-In აქციაში, ანუ გაცვალო ძველი სმარტფონი სამსუნგის ახალ ფლაგმანზე; ასევე, მიიღო დამატებით 1 წლიანი ეკრანის გარანტია, ანუ ეკრანის გატეხვის შემთხვევაში სამსუნგი ეკრანს შეგიცვლის საჩუქრად.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?