აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
02-09-2019
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
დღეს, აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, რეგიონს ფრინველებზე დამკვირვებლები და ეკოტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესტუმრნენ. ისინი აჭარაში გადამფრენი მტაცებელი ფრინველების მიგრაციას დააკვირდებიან.

"დღესვე, დაინტერესებული პირებისთვის მოეწყო შემეცნებითი ტური სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე, სადაც მონაწილეებს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების პოტენციალი და დარგის მნიშვნელობა გააცნეს. ფესტივალის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში შემეცნებით-გასართობი ტურები, ასევე დაგეგმილია ჩაისუბნის სადამკვირვებლო პლატფორმასა და კოლხეთის ეროვნულ პარკში.
ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად დღეს სასტუმრო
ოაზისში, გასული წლის შემამაჯამებელი პრეზენტაციით და 2019 წლის ფესტივალის პროგრამის ანონსით გაიხსნება. პრეზენტაციები და სემინარები 6 სექტემბრამდე გაგრძელდება, სადაც მოწვეული უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. მათ შორის იქნებიან ფესტივალის სპეციალური სტუმრები დიდი ბრიტანეთიდან - ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის დამფუძნებელი დიდ ბრიტანეთში ტიმ ეპლტონი, შუა
აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ასოციაციის პრეზიდენტი რობ შელდონი და ბლოგერი, ექსპერტი მაიკ ჰენდერსონი.
პრეზენტაციებზე დასწრება, ისევე როგორც გასვლით ტურებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში (577 909093/91) ან ელექტრონული რეგისტრაციით შეუძლია. (რეგისტრაციის ბმული)

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება. ის რეგიონში 8 სექტემბრამდე გაგრძელდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?