ზუმერში დიდი სიახლეებია
ზუმერში დიდი სიახლეებია
ზუმერში დიდი სიახლეებია, კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და მომხმარებლის წინაშე განახლებული ვიზუალური სტილით, ლოგოტიპით, სტრატეგიული პლატფორმით და სარეკლამო კამპანიით წარსდგა.

ზუმერის განახლებული ბრენდი მომხმარებელზეა ორიენტირებული და მათთვის მეგობრული გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. "რას ელოდები" - ამ სლოგანით ახალი სარეკლამო სეზონი გასულ ორშაბათს გაიხსნა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყოველ მომდევნო ორშაბათს ზუმერის Facebook გვერდზე ახალი ეპიზოდი დაიდება.


ვიდეოსერიები განსხვავებულ ამბებს მოგვითხრობს, თუმცა მათ ერთი მთავარი გზავნილი აერთიანებთ - ნუ ელოდები, იცხოვრე აქ
და ახლა, იცხოვრე ამ მომენტით, გადადგი პირველი ნაბიჯი და იმოქმედე. ხასიათის განახლებასთან ერთად ბრენდის ვიზუალიც დაიხვეწა და ახალი უჩვეულოდ ფერადი სტილი მოირგო.


სარეკლამო კამპანიასთან ერთად, ტრადიციულად, ზუმერი მომხმარებლებს კიდევ უფრო ზუმერულ ფასებს, ყოველკვირეულ ფასდაკლების აქციებსა და საჩუქრებს სთავაზობს.


ზუმერი 10 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და
დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 17 ფილიალს აერთიანებს.


ათი წლის განმავლობაში, კომპანიამ განვითარების დიდი გზა გაიარა, გახსნა თანამედროვე ტიპის მაღაზიები, დაასაქმა 200-ზე მეტი თანამშრომელი და იზრუნა მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სამეწარმეო სულისკვეთებამ, მაქსიმალურმა მოქნილობამ და მომხმარებლის კეთილდღეობაზე მუდმივმა ზრუნვამ, ზუმერი ბაზრის ლიდერად აქცია.

ზუმერის რებრენდინგზე სააგენტო ლივინგსტონმა იმუშავა.

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?