"თბილისი ენერჯი" 2019 წლის აგვისტოს თვის სახიფათო გაზდანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას აქვეყნებს
"თბილისი ენერჯი" 2019 წლის აგვისტოს თვის სახიფათო გაზდანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას აქვეყნებს
კომპანია "თბილისი ენერჯი" აბონენტების უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად ახორციელებს საცხოვრებელი ფართებისა და გაზგაყვანილობის, კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის სპეციალისტებმა აგვისტოს თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში სულ 2455 დარღვევა აღმოაჩინეს. მათ შორის უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარებია.

"აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აბონენტთა უმეტესობა უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი - ჩასხნილი. თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და
ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობელები თვითნებურად მიაერთეს.

კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, გასაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ასევე - თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც.

კომპანია მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს
შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გთავაზობთ 2019 წლის აგვისტოს თვეში თბილისში, სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით:

  • ისანი-ვაზისუბანი 492
  • სანზონა 308
  • ჩუღურეთი 294
  • სამგორი 653
  • წყნეთი 9
  • გლდანი 42
  • კრწანისი 81
  • საბურთალო 42
  • ნაძალადევი 219
  • ნუცუბიძე 84
  • დიდუბე 55
  • დიღომი 64
  • ვაკე 78
  • მთაწმინდა 34
  • სულ 2455
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?