BIAFF 2019 - ბათუმის კინოფესტივალის საერთაშორისო საკონკურსო სექციების პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა
BIAFF 2019 - ბათუმის კინოფესტივალის საერთაშორისო საკონკურსო სექციების პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა
BIAFF ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

BIAFF მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიური შედგება 5 წევრისგან - ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) - ჟიურის თავჯდომარე, ტატიანა დეტლოფსონი (აშშ), მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი), კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი), რუსუდან გლურჯიძე (საქართველო)

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 10
ფილმი:

1. “ბიუზჰალტერი”, ვეიტ ჰელმერი, გერმანია / აზერბაიჯანი, 2018 წელი, 90 წთ.
2. “გულგრილად ლამაზი”, კივანჩ სეზერი, თურქეთი, 2019, 94 წთ.
3. “და იქმნა ნათელი”, მარკო სკოპი, სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთი, 2019; 93 წთ.
4. “მბრძანებლის ხმა”, გეორგი პალფი, კანადა / უნგრეთი / საფრანგეთი / შვედეთი / აშშ; 2018;
108 წთ
5. “სატყუარა”, მარკ ჯენკინი, დიდი ბრიტანეთი, 2019; 89 წთ.
6. “სეზონის დასასრული”, ელმარ იმანოვი, გერმანია / აზერბაიჯანი / საქართველო, 92 წთ.
7. “სიზმრების ციხესიმაგრე”, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019 წელი, 86 წთ.
8. “სიცარიელე“, ალექსი სალმენპერა, ფინეთი, 2018; 97 წთ.
9. "სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019; 108 წთ.
10. “დღის სასიამოვნო დასასარული“, იაცეკ ბორცუხი, პოლონეთი, 2019; 96 წთ.

მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციები - საუკეთესო ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო ქალის და მამაკაცის როლის შემსრულებელი.

BIAFF საერთაშორისო დოკუმენეტური ფილმების კონკურსს შეაფასებს ხუთკაციანი ჟიური - ქშიშტოფ გიერატ (პოლონეთი) - ჟიურის თავჯდომარე, გასიდე გოლმაკანი (ირანი), კარენ ავეტისიანი (სომხეთი), ოლეს იანჩუკი (უკრაინა), ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო).

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ფილმები:
1. "კინოსმექანიკოსი“, იური შილოვი, უკრაინა/პოლონეთი, 2019; 72 წთ.
2. "მაფიის გადაღება“, კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019; 94 წთ.
3. "მოსავალი“, მიშო ანთაძე, საქართველო, 2019; 70 წთ.
4. "როცა ხურმები იზრდება“, ჰილალ ბაიდაროვი, აზერბაიჯანი/ავსტრია, 2019; 118 წთ.
5. "სამასთვის“, უაად ალ ქათები/ედუარდ უატსი, დიდი ბრიტანეთი/აშშ, 2019; 95 წთ.
6. "სიყვარულის ავტომობილი“, ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019; 103 წთ.
7. "ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“, ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი, 2019; 77 წთ.
8. "ჩრდილოეთის სული“, შონ მაკალისეტრი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 73 წთ.

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციები - საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი


მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთშორისო ჟიური შედგება 3 წევრისგან - ოთარ შამათავა - თავჯდომარე (საქართველო), პოლ თილჯეს (ლუქსემბურგი), დავიდ ლორენცი (გერმანია)

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილია 25 ფილმი (საიდანაც 6 არის ქართველი რეჟისორი):

1. გაბანა, ნიკოლოზ გუგუშვილი, საქართველო, 2019; 30 წთ
2. კარს მიღმა, ნიკა ქურდაძე, საფრანგეთი / საქართველო, 2019; 31 წთ
3. ტრადიცია, სოსო ბლიაძე, საქართველო, 2019; 22 წთ
4. ცხოველი, ამირან დოლიძე, საქართველო, 2019; 30 წთ
5. ცუდი ხალხი, გიორგი სიხარულიძე, საქართველო, 2019; 20 წთ
6. აიღე, ვიქტორია ჰანტი, ავსტრალია, 2019; 9 წთ
7. ანა, დეკელ ბერენსონი, უკრაინა / ისრაელი / დიდი ბრიტანეთი, 2019; 15 წთ
8. ბაგატელი, დენიელ ლევინი, აშშ, 2019; 30 წთ
9. ბრმა სიყვარული, ბიძინა გოგიბერიძე, გერმანია, 2019; 18 წთ
10. ბებო აქსო, მეგი ბასილია, ისრაელი, 2019; 26 წთ.
11. გამორჩეული გრძნობები, კერენ მარჩიანო, საფრანგეთი, 2019, 11 წთ.
12. დელირიუმი, ვაჰიდ & ნავიდ ნამი, ირანი, 2019; 16 წთ
13. იმედი, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019; 26 წთ
14. ზღვის ტალთები, ამირ გოლამი, ირანი, 2018; 16 წთ.
15. ინდაური, ამირ მასუდ სოჰეილი, ავღანეთი, 2019; 15 წთ
16. იყავი ფხიზლად, იყავი მზად, ფჰამ თიენ ან, ვიეტნამი /სამხრეთ კორეა/აშშ, 2019, 14 წთ.
17. კივილი, ტომ სტენკო, რუსეთი, 2019; 24 წთ.
18. მანო ა მანო, ლუიზა კურვასორი, საფრანგეთი, 2018; 23 წთ
19. მიუწვდომელი, ნიკონ რომანჩენკო, უკრაინა, 2018; 27 წთ
20. საზამთროს წვენი, ირინე მორეი, ესპანეთი, 2019; 22 წთ
21. საზღვარზე, ვეი შუუჯუნი, ჩინეთი, 2018; 15 წთ
22. სკამები, ორხან აგაზადე, აზერბაიჯანი, 2019; 20 წთ
23. ღმერთი ურჩხული, აგუსტინა სან მარტინი, არგენტინა, 2019; 10 წთ
24. შესანიშნავი 60 დღე, ტაევუ კიმ, სამხრეთ კორეა 2019; 9 წთ
25. ხაფანგი, ნადა რიადი, ეგვიპტე / გერმანია, 2019 წელი, 20 წთ

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ნომინაციები - საუკეთესი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი.

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები - კინოთეატრი "აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე

კინოფესტივალზე დასწრება - კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ "აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა - ე.წ. "უფასო ბილეთების“ აღება (რაც დაჯავშნის და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდუსტრია) - სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით - http://biaff.org/media-acreditation

კინოფესტივალის მხარდამჭერები - საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ბათუმის დრამატული თეატრი, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო

კინოფესტივალის სპონსორები - სასტუმრო "WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი "აპოლო“, სასტუმრო "რჩეული ვილა“, სასტუმრო "Mardi Plaza”, სასტუმრო "Downtown Hotel”, სასტუმრო "Boulevard Hotel”, ტურკომპანია "ვანდერლენდი“, შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტი“, კაფე "გარდენს“,შპს "Legal Consulting Center“

კინოფესტივალის მედია პარტნიორები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ,

ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), გადაცემა "კიმონო“, Cinemania, AT.GE, ON.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ - press@biaff.org; ტელ: 599-482181, 593-998272

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?