ახალი iPhone 11-ის ფასი 2999 ლარი იქნება - კვირის პალიტრა

ახალი iPhone 11-ის ფასი 2999 ლარი იქნება

ახალი iPhone 11-ის გაყიდვები საქართველოში 22 სექტემბრიდან დაიწყება. Apple-ის ოფიციალური პარნიორი "აიპლიუსის“ ინფორმაციით, iPhone 11-ის ფასი 2999 ლარი იქნება, iPhone 11 Pro 4599 ლარი ეღირება, ხოლო iPhone 11 Max Pro 5299 ლარი.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ "აიპლიუსიდან“ აცნობეს, მსოფლიო გიგანტურმა კორპორაცია Apple-მა გამართულ პრეზენტაციაზე სამი ახალი iPhone - iPhone 11, iPhone 11 Pro, iPhone 11 Pro Max წარადგინა .

მათივე ინფორმაციით, iPhone 11 - iPhone XR-ის ხაზის შემდეგი მოდელია, რომელსაც Apple-ის ყველაზე პოპულარულ სმარტფონად ითვლება. ახალ iPhone 11-ს ორი 12 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება, რომელთან ერთ-ერთი ღრმახედვის და მაღალი გაფართოების იქნება, ახალი კამერა 4K ვიდეოს გადაღების საშუალებას იძლევა. iPhone 11-ის კორპუსი მეტალით და საავიაციო შუშით დაიფარება და მომხმარებელს საშუალება ექნება შავი, თეთრი, წითელი, იასამნისფერი, მწვანე და ყვითელი ფერიდან სასურველი ფერის iPhone 11 აარჩიოს.

"ფლაგმანები iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max განკუთვნილია პროფესიონალური ფოტო და ვიდეო გადაღებებისთვის. გაუმჯობესებულია ფლაგმანების ეკრანი, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ს სუპერ რეტინა XDR-ის მხარდაჭერა ექნება.

სამი კამერა iPhone-ისთვის სიახლეა - სამ კამერიან ფლაგმანებს ერთდროულად წინა და მთავარი კამერით გადაღება შეეძლებათ.

ახლად დაანონსებული iPhone-ები ბოლო თაობის A13 Bionic პროცესორსზე იმუშავებენ. გუშინ, გამართულ პრეზენტაციაზე iPad და Apple Watch-იც გამოვიდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"აიპლიუსის“ ინფორმაციით, ახალი iPhone-ის გამოსვლა აღინიშნა თბილისში. Apple-ის ოფიციალური პარტნიორმა “აიპლიუსმა” თანაშრომლებს, პარტნიორებს, ცნობილ სახეებს და ეფლომანებს სასტუმრო “ბილტმორში“ უმასპინძლა.

“Apple-ის სექტემბრის ღონისძიება ტექნოლოგიის სფეროში უმნიშვნელოვანესია. მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტი წარადგენს შექმნილი ტექნოლოგიის ბოლო მიღწევებს. დადებითი მოლოდინები გვაქვს, ვფიქრობთ, ახალ მოდელებზე მოთხოვნა საქართველოში მაღალი იქნება”, - აცხადებენ “აიპლიუსში”.