Apple-მა პრეზენტაციაზე iPhone 11, iPhone 11 Pro, iPhone 11 Pro Max წარადგინა
Apple-მა პრეზენტაციაზე iPhone 11, iPhone 11 Pro, iPhone 11 Pro Max წარადგინა
Apple-მა პრეზენტაციაზე სამი ახალი - iPhone 11, iPhone 11 Pro, iPhone 11 Pro Max წარადგინა. ამის შესახებ "ინტერეპრესნიუსს“ "აიპლიუსიდან“ აცნობეს.

"iPhone 11 - iPhone XR-ის ხაზის შემდეგი მოდელია, რომელსაც Apple-ის ყველაზე პოპულარულ სმარტფონად ითვლება. ახალ iPhone 11-ს ორი 12 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება, რომელთან ერთ-ერთი ღრმახედვის და მაღალი გაფართოების იქნება, ახალი კამერა 4K ვიდეოს გადაღების საშუალებას იძლევა. iPhone 11-ის კორპუსი მეტალით და საავიაციო შუშით დაიფარება და მომხმარებელს საშუალება ექნება შავი, თეთრი,
წითელი, იასამნისფერი, მწვანე და ყვითელი ფერიდან სასურველი ფერის iPhone 11 აარჩიოს.


ფლაგმანები iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max განკუთვნილია პროფესიონალური ფოტო და ვიდეო გადაღებებისთვის. გაუმჯობესებულია ფლაგმანების ეკრანი, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ს სუპერ რეტინა XDR-ის მხარდაჭერა ექნება. სამი კამერა iPhone-ისთვის
სიახლეა - სამ კამერიან ფლაგმანებს ერთდროულად წინა და მთავარი კამერით გადაღება შეეძლებათ. ახლად დაანონსებული iPhone-ები ბოლო თაობის A13 Bionic პროცესორსზე იმუშავებენ. გუშინ, გამართულ პრეზენტაციაზე iPad და Apple Watch-იც გამოვიდა.

ახალი iPhone-ის გამოსვლა აღინიშნა თბილისში. Apple-ის ოფიციალური პარტნიორმა “აიპლიუსმა” თანაშრომლებს, პარტნიორებს, ცნობილ სახეებს და ეფლომანებს სასტუმრო "ბილტმორში“ უმასპინძლა.


Apple-ის სექტემბრის ღონისძიება ტექნოლოგიის სფეროში უმნიშვნელოვანესია. მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტი წარადგენს შექმნილი ტექნოლოგიის ბოლო მიღწევებს. დადებითი მოლოდინები გვაქვს, ვფიქრობთ, ახალ მოდელებზე მოთხოვნა საქართველოში მაღალი იქნება”, - აცხადებენ “აიპლიუსში”.

მათივე ცნობით, ახალი iPhone-ის გაყიდვებს საქართველოში, “აიპლიუსი” 22 სექტემბრიდან დაიწყებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა