საქართველომ ევროპის გოლფ რუკაზე 34-ე ადგილი დაიკავა
საქართველომ ევროპის გოლფ რუკაზე 34-ე ადგილი დაიკავა
World Golf Magazine გოლფის სამყაროში ყველაზე პოპულარულმა ჟურნალმა “თბილისი ჰილს გოლფი“ (Tbilisi Hills Golf) მოედანი კონტინენტალური ევროპის საუკეთესოთა ასეულში შეიყვანა. 5000 აპლიკანტს შორის საქართველოში სულ რაღაც ერთი წლის წინ გახსნილმა კლუბმა 34-ე ადგილი დაიკავა. მოედნების შეფასება რამოდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მიმდინარეობს: სპორტული დიზაინი, განლაგება და ინფრასტრუქტურა, კომფორტულობა, ბალახის და მიწის ხარისხი, ვიზუალური მხარე.


Tbilisi Hills Golf კლუბი გოლფის ტურიზმის ევროპული გაერთიანების წევრია, რაც მისი მაღალი ხარისხის მაჩვენებელია.


როგორც პაულ პოჰი, თბილისი
ჰილსის გოლფ-დირექტორი აღნიშნავს, რომ „სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით ევროპის გოლფ რუკაზე მოხვედრა და მინდა მივულოცო თბილისი ჰილსის გუნდს ეს წარმატება“.


ძვირადაღირებული სპორტის საერთაშორისო დონის მოედანი ხელს უწყობს საქართელოსთვის ახალი ტურისტურლი ბაზრების ათვისებას და ამ სფეროს ხარისხობრივად უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები