"თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზებები
"თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზებები
"თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს საცხებ-საპოხ მასალებსა და ფილტრებზე. შეთავაზების ფარგლებში პრემიუმ კლასის ბრენდის Shell-ის Helix Ultra, HX8 ან HX7 საავტომობილო ძრავის ზეთის 4 ან მეტი ლიტრის შეძენისას, საჩუქრად გადაეცემათ 1 ლიტრი იგივე ტიპის ზეთი. ამასთანავე აქციის ფარგლებში მომხმარებელი უფასოდ ისარგებლებს ძრავის ზეთის შეცვლის სერვისით. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლებით გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლის სერვისზე. თუ "თეგეტა მოტორსში“ შეიძენთ ზეთს გადაცემათა კოლოფისთვის, შეცვლის სერვისზე ისარგებლებთ 50%-იანი ფასდაკლებით. ამასთანავე "თეგეტა მოტორსში“
საწვავის, სალონის და ჰაერის ფილტრების შეძენისას, საჩუქრად მიიღებთ მათი შეცვლის სერვისს.

“თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის ძრავის ზეთების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს. "თეგეტა მოტორსი“ გახლავთ საცხებ-საპოხი მასალების სეგმენტში პრემიუმ კლასის ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოში, როგორებიც არიან - Shell, Motul და Mobil. "თეგეტა მოტორსში“ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ
შედარებით დაბალბიუჯეტური ბელგიური და გერმანული ბრენდების Fuchs-ის და Champion-ის საცხებ-საპოხი მასალები.

ავტომობილის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის ზეთის შეცვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ძრავის შეზეთვის სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ძრავში ზეთის დონე მუდმივად შენარჩუნდეს დადგენილ ნორმაში, ამიტომ მნიშვნელოვანია პერიოდულად ვაკონტროლოთ ის. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია დაემატოს იგივე ძრავის ზეთი, რომლითაც შევსებულია სისტემა. ძრავში ზეთის შეცვლა ხდება ორი ფაქტორის გათვალისწინებით: ავტომობილის გარბენის სიდიდით და ძრავში ზეთის გამოყენების პერიოდის ხანგრძლივობით. აღნიშნული ფაქტორები განაპირობებს ძრავში ზეთის თვისებების გაუარესებას, რასაც განსაზღვრავს არა მხოლოდ ძრავის ექსპლუატაცია, არამედ ზეთის ბუნებრივი დაძველებაც.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები