"ჯილდოები“, რომლებსაც სისხლის დონორი იღებს, სისხლის უანგაროდ გაცემის სანაცვლოდ
"ჯილდოები“, რომლებსაც სისხლის დონორი იღებს, სისხლის უანგაროდ გაცემის სანაცვლოდ
უანგარო დონაციაზე საუბრისას, ხშირად ჩნდება კითხვა - რატომ უნდა გავიღოთ სისხლი უანგაროდ?
მიზეზი რამდენიმეა:

თქვენ მიიღებთ უფასო გამოკვლევას.

ყველა დონორის სისხლი უფასოდ მოწმდება შემდეგ დაავადებებზე:
B და C ჰეპატიტი;
აივ-ის 1 და 2 სეროტიპები;
სიფილისი.
თუ დონორი ბრძანდებით და სისხლის ჩაბარების შემდეგ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ინფექცია აღმოგაჩნდათ, ბანკი დაგიკავშირდებათ და ამას კონფიდენციალურად შეგატყობინებთ.

თქვენს მიერ გაღებული სისხლით 3 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.
ჩაბარებული სისხლისგან მზადდება თრომბომასა (თრომბოციტების მასა), ერითმასა (ერითროციტების - სისხლის
წითელი უჯრედების - მასა), პლაზმა და კრიოპრეციპიტატი. თითოეულ კომპონენტს ვარგისობის განსაზღვრული ვადა აქვს: თრომბომასა 5 დღემდე ინახება, ერითმასა - 42 დღემდე, ხოლო პლაზმა და კრიოპრეციპიტატი - 1 წლამდე. ერთი ადამიანის მიერ ჩაბარებული სისხლით შესაძლოა რამდენიმე კომპონენტი მომზადდეს. სხვადასხვა დაავადების დროს სხვადასხვა კომპონენტის ტრანსფუზიაა პრიორიტეტული.

თუ
სისხლს უანგაროდ გასცემთ, თქვენ, არამარტო მაღალი სოციალურ პასუხისმგებობით გამოირჩევით, არამედ, უსაფრთხო სისხლის გარანტიაც ხართ.
განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვა უმთავრესად სისხლის უანგარო დონაციას ემყარება, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. მთელ მსოფლიოში ათასობით წამახალისებელი და შემეცნებითი აქცია იმართება მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად.

მაშ, რატომ უანგარო დონორი?
უანგარო დონორს არ გააჩნია ფინანსური ინტერესი, ამიტომ დონაციის წინ კითხვარის შევსებისას და ექიმთან გასაუბრებისას არ მალავს ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, სისხლით რომელიმე დაავადების გადაცემის რისკი გაცილებით დაბალია.

სისხლის უანგარო დონორობა უკვე საქართველოს მოქალაქეებს ვებგვერდიდან donori.ncdc.ge შეუძლიათ რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სექტემბრის თვეში გაუშვა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა