"ტოიოტა ცენტრ თბილისმა" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა
"ტოიოტა ცენტრ თბილისმა" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა
ტოიოტას პირველი ოფიციალურმა დილერმა საქართველოში "ტოიოტა ცენტრ თბილისმა" "ტოიოტა კავკასიის" მიერ ორგანიზებულ გარემოსდაცვით აქციაში - "იყავი ჰუმანური - იზრუნე გარემოზე" -მიიღო მონაწილეობა. კავკასიაში ტოიოტას სათავო ოფისმა და ოფიციალურმა დილერებმა დღეს თბილისის ზღვის მიმდებარედ, 30 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაასუფთავეს.

ერთობლივი ღონისძიების მიზანი გარემოზე უარყოფით ზეგავლენის შემცირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში ნარჩენების მართვისა და პრევენციის ეფექტიანი ტექნოლოგიების დანერგვა მოხდეს, რაც უმთავრესად, ნარჩენების ღირებულ რესურსად მოაზრებას გულისხმობს.

"ტოიოტა ცენტრი
თბილისი", "ტოიოტა კავკასიასთან" და სხვა ოფიციალურ დილერებთან ერთად, "ტოიოტა მოტორ კორპორაციის" იმ ძირითად გარემოსდაცვით გამოწვევებს ეხმიანება, რომლებსაც თავისი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად და ორიენტირად მიიჩნევს.

როგორც "ტოიოტა ცენტრ თბილისის" დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმა აღნიშნა, ტოიოტასთვის 21 სექტემბერი გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღია. "ტოიოტა მოტორ კორპორაციამ" თავისი
გარემოსდაცვითი კონცეფცია, გლობალური გარემოს დაცვის მდგრადობის საკითხში წვლილის შეტანის მიზნით, 2015 წელს გააჟღერა.

"ტოიოტას გარემოსდაცვითი კონცეფცია ექვსი ძირითადი გამოწვევისგან შედგება. ამ მიმართულებით ტოიოტას ინიციატივები და შენატანები მართლაც რომ ხელშესახებია. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ჩვენს საზოგადოებას და მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია ამ გამოწვევების შესახებ. პირველი გამოწვევა ჩO2 -ის მინიმალური მაჩვენებლის მქონე ავტომობილების წარმოება-გაყიდვის ზრდა და ეკო-დრაივინგის ხელშეწყობაა. 2050 წლისთვის, ტოიოტა ჩO2 გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების წარმოებას, ეტაპობრივად, 90%-ით შეამცირებს და ახალი თაობის ავტომობილების წარმოება-გავრცელებას განავითარებს. ეს პროცესი უკვე დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. მეორე გამოწვევა საწვავის გამოყენების შემცირება და მის ნაცვლად განახლებადი ენერგიის გამოყენებაა. მესამე - ეკომეგობრული წარმოების მნიშვნელობის საერთაშორისო საზოგადოებამდე მიტანაა. მეოთხე - წყლის რესურსის მოხმარების შემცირება, მისი ყოველმხრივ გასუფთავება და ნიადაგში დაბრუნება. მეხუთე - ნარჩენების გონივრული მართვა და მის გადამუშავებაზე ორიენტირებული საზოგადოებისა და სისტემების ჩამოყალიბებაა, რასაც ჩვენი დღევანდელი აქციით ვეხმიანებით. მეექვსე გამოწვევა კი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციაა. სწორედ ამ გარემოსდაცვით გამოწვევებთან ერთად მოიაზრებს "ტოიოტა მოტორ კორპორაცია" არა მხოლოდ თავისი განვითარების შესაძლებლობას, არამედ მსოფლიო საზოგადოების მომავალსაც", - განაცხადა ირაკლი გურჩიანმა.

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის თქმით, ეს დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ტოიოტას ოფიციალური წარმომადგენლობები და დილერები ქმედითი ღონისძიებებით ცდილობენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას გარემოსდაცვით პრობლემებზე.

"ეს ჩვენი სიმბოლური აქციაა, რომლითაც მოვუწოდებთ ყველას, ერთად ვიზრუნოთ გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაზე. ნარჩენების გონივრული მართვა და მის გადამუშავებაზე ორიენტირებული საზოგადოებისა და სისტემების ჩამოყალიბება - ეს "ტოიოტა მოტორ კორპორაციის" ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა, რაც გულისხმობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას. თუ წარსულში ნარჩენების მართვის ერთადერთ მეთოდად მათი ნაგავსაყრელებზე განთავსება ითვლებოდა, დღეს, განვითარებულ ქვეყნებში ნარჩენები უკვე ღირებულ რესურსად განიხილება, უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით კი მასიურად ინერგება მათი გადამუშავების სხვადასხვა მეთოდი. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით, არცთუ შორეულ მომავალში, ჩვენი ქვეყანაც განვითარებული მსოფლიოს ნაწილი გახდება", - აღნიშნა თინათინ მაკარიძემ.

21 სექტემბერი "ტოიოტა მოტორ კორპორაციის" მიერ დაწესებული გარემოსდაცვითი თარიღია, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს საერთაშორისო მასშტაბებს. აღნიშნულ თარიღს, მრავალ ქვეყანაში ტოიოტას ოფიციალური წარმომადგენლობები და დილერები ეხმიანებიან და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები