"ბიბლუსი" სექტემბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს
"ბიბლუსი" სექტემბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს
საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში სექტემბრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ქვემოთ ჩამოთვლილი წიგნები ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 63 ფილიალში.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ტოპსამეულში ამჯერადაც სამი ქართველი მწერლის ნაწარმოები შევიდა. ათეულის საპატიო პირველ ადგილს იკავებს ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებლის, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის წიგნი "შიშო, გამოდი გარეთ". ეს წიგნი წერილების კრებულია, რომელიც სხვადასხვა მოვლენის საპასუხოდ დაიწერა.
მეორე ადგილზეა ია კარგარეთელის "სხვა უდაბნოს
საიდუმლო", რომელიც მოგვითხრობს მომხიბლავ ქართველ მწერალზე, რომელიც ეგვიპტეში მიემგზავრება.
მესამე ადგილს კი იკავებს ნინო მკალავიშვილის "შენ საკმარისი არა ხარ", რომელიც მკითხველმა ძალიან შეიყვარა.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში დიდი წილი სათავგადასავლო და ფენტეზის ჟანრის წიგნებზე მოდის.

მხატვრული ლიტერატურა

1. ნათია ფანჯიკიძე - "შიშო, გამოდი გარეთ"
2. ია კარგარეთელი - "სხვა უდაბნოს საიდუმლო"
3. ნინო მკალავიშვილი - "შენ საკმარისი არ ხარ"
4. სოფო არდია - "გროსმაისტერი"
5. თემურ ბაბლუანი - "მზე, მთვარე და პურის ყანა"
6. ელიფ შაფაქი - "სიყვარულის 40 წესი"
7. სუადი - "ცოცხლად დამწვარი"
8. ჯერომ სელინჯერი - "თამაში ჭვავის ყანაში"
9. ნიკოლოზ ტოტოღაშვილი­ - "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა"
10. ლეილა - "იძულებითგათხოვილი"

საბავშვო ლიტერატურა

1. "ჩემი პირველი კითხვებისა დაპასუხების წიგნი"
2. ნოდარ დუმბაძე - ლექსები
3. "პეპი გრძელი წინდა"
4. ვისწავლოთ წერა
5. "ნემოს ძიებაში" სიურპრიზით
6. პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის
7. "პატარა პრინცი"
8. ქართული ანბანი - საბავშვო ლექსები
9. ჯადოსნური ზღაპრები -სახალისო პერსონაჟებითა და შთამბეჭდავი ილუსტრაციებით (ყუთში)
10. "ჩემი პირველი წიგნი ცხოველებსა და ფრინველებზე"

"ბიბლუსმა" 11 წლის განმავლობაში საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

ქსელში წიგნების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. "ბიბლუსის" ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების შეძენა არა მხოლოდ "ბიბლუსში", არამედ ჩვენს ვებგვერდ www.biblusi.ge-ზეც შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები