12 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალი 2019" ჩატარდება
12 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალი 2019" ჩატარდება
"ქართული ღვინის ფესტივალი" ქართველ და უცხოელ სტუმრებს კვლავ შარდენზე, სიონის ქუჩაზე მასპინძლობს და დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება

2019 წლის 12 ოქტომბერი - ეს თარიღი ქართული ღვინისა და, საზოგადოდ, ქართული კულტურის მოყვარულებმა უკვე მოინიშნეს კალენდარში, რადგან ამ დღეს უკვე ტრადიციად ქცეული "ქართული ღვინის ფესტივალი" იმართება. ფესტივალი უკვე მესამე წელია ნამდვილი გურმანებისა და ყველასთვის, ვისთვისაც ქართული კულტურა საინტერესოა, საყვარელი თავშეყრის ადგილია.

რა არის "ქართული ღვინის ფესტივალი"? ეს არის: ამაღლებული განწყობა, ულამაზესი ნივთები, რომლებსაც
ახალგაზრდა სტარტაპერები თავად ამზადებენ; ყველი, რომელიც ნამდვილი ყველის გემოს გაგრძნობინებთ; ჩურჩხელა, რომელიც ვაზის სამშობლოში გამოგზაურებთ; თეატრალური წარმოდგენები, რომლებიც ემოციურ შთაბეჭდილებებს გაგიძლიერებთ და რაც მთავარია, ქართული ღვინის რამდენიმე ათეული სახეობა, ყველა მათგანი მზად არის დეგუსტაციისთვის და თავის პირველ სტუმრებს ელოდება.
წლებთან ერთად ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდა,
არაერთ მეღვინეს მიეცა თავისი ღვინის წარმოჩენის საშუალება, გაიყიდა დიდი კომპანიებისა თუ მცირე მარნების მიერ ჩამოსხმული ათასობით ბოთლი.

უცვლელი დარჩა ფესტივალის ჩატარების ადგილი. "ქართული ღვინის ფესტივალი" ქართველ და უცხოელ სტუმრებს კვლავ შარდენზე, სიონის ქუჩაზე მასპინძლობს და დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება. ასევე უცვლელია ფესტივალის მიზანი, რაც ყველაზე მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ქართული ღვინის მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაულის შექმნა.


"ქართული ღვინის ფესტივალის" იდეას სამი წლის წინ ფრთები შეესხა და მედიაპორტალ "პალიტრამედიის", Allwine.ge-ისა და "მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით პირველი ფესტივალი ჩატარდა. მასშტაბები პირველივე წელს შთამბეჭდავი იყო - ერთ სივრცეში 40-მდე სახეობის ღვინომ დაიკავა ადგილი. გასულ წელს ფესტივალმა წინა წლის რეკორდი მოხსნა და ვიზიტორების რიცხვმა 40 000-ს მიაღწია. წელს ორგანიზატორები კიდევ მეტ სტუმარს ელოდებიან: "12 ოქტომბერს სტუმრებს კიდევ უფრო მასშტაბური სანახაობა ელოდებათ და მათ არაერთ სიურპრიზს ვუმზადებთ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფესტივალზე განსაკუთრებით ბევრი სტარტაპერი წარადგენს თავის პროდუქციას: საკვები პროდუქტებით დაწყებული, ხელნაკეთი ნივთებით დასრულებული. სტუმრებს, დათვალიერებისა და დეგუსტაციის გარდა, სასურველი პროდუქციის შეძენა ადგილზევე შეეძლებათ. ასე რომ, ხელნაკეთი ნივთებისა და ტრადიციული ტკბილეულის მოყვარულებს წელს განსაკუთრებულად დიდი არჩევანი დახვდებათ. სტუმრების ამაღლებულ განწყობაზე სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები იზრუნებენ. შესრულდება როგორც ფოლკლორული, ისე თანამედროვე სიმღერები", - აღნიშნავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

"ქართული ღვინის ფესტივალი" ტრადიციას არც წელს დაარღვევს და ქართული ღვინის მწარმოებლებს, როგორც დიდ, ასევე მცირე და საშუალო მარნების მფლობელებს, საშუალებას აძლევს, ფესტივალის სტუმრებს საკუთარი ღვინოები წარუდგინონ. მეტიც, ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრები თავიანთი ღვინით დააინტერესონ და პროდუქცია გაყიდონ, რადგან, ფაქტია, ფესტივალზე ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ღვინო იყიდება.

ფესტივალს ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება და უკვე არაერთმა ქართველმა მეღვინემ შეიძინა უცხოელი პარტნიორი თავისი მეურნეობისა და ბრენდის განვითარებისთვის.
ქართული ღვინის დღესასწაულამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიების რაოდენობა შეზღუდულია. დაინტერესებულმა­ პირებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ პროექტის ორგანიზატორებს:

ტელ.: 558151583
ელფოსტა: n.zaqradze@palitra.ge
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1555639521245657/
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები