სახურავი, რომელიც შეიძლება პულტით მართო - როგორ შევიქმნათ მყუდრო გარემო უახლესი გადახურვის სისტემის საშუალებით? - კვირის პალიტრა

სახურავი, რომელიც შეიძლება პულტით მართო - როგორ შევიქმნათ მყუდრო გარემო უახლესი გადახურვის სისტემის საშუალებით?

21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ადამიანს საშუალება მიეცა ყველგან შეიქმნას კომფორტული გარემო და სასურველი სივრცის მოსაწყობად გამოიყენოს სხვადასხვა ინოვაციური ელემენტი.

დღეს, ეკოლოგიურად სუფთა და ამავე დროს, დახვეწილი სტილის ექსტერიერის შექმნისას, მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები, ეზოების, ბასეინების, ვერანდების, ღია კაფე-ბარებისა თუ სხვა ადგილების მოსაწყობად ისეთ მდგრად კონსტრუქციებს გვირჩევენ, რომლებიც დაიცავს ადგილს ქარის, წვიმის, თოვლისა თუ მზის ზემოქმედებისგან.

"ჯეო გლასი", რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე მსხვილი მინის იმპორტიორი კომპანიაა, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პერგოლას სთავაზობს.

პერგოლა მოტორული გადახურვის სისტემაა, ის მარტივად, პულტით იმართება.

პერგოლამ, როგორც მზისა და წმივისგან დაცვის საუკეთესო და ამავე დროს ინოვაციურმა კონსტრუქციამ, დროთა განმავლობაში სახე იცვალა და ის დღეს უფრო კომფორტული და მარტივი დიზაინით გამოირჩევა. გადახურვის ამ დახვეწილი სისტემის შეძენა და დამონტაჟება დღეს კომპანია "ჯეო გლასში" ყველაზე მარტივი პროცედურაა.

როგორც "ჯეო გლასის" მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი, თაკო ახვლედიანი აცხადებს, მომხმარებელს ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლონ.

"პერგოლას სისტემა მაგრდება ალუმინის საყრდენებით 4-ივე მხრიდან, ასევე შესაძლებელია, წინა მხარე იყოს დამოუკიდებელი, ხოლო უკანა მხარე დამაგრდეს ფასადზე ან სახურავზე სპეციალური სამაგრებით. რაც განაპირობებს მაქსიმალურ მდგრადობას. რაც შეეხება წვიმას, ჰორიზონტალური მიმართულებით პერგოლაზე განთავსებულია სპეციალური წყლის სანიაღვრე წვიმისთვის. ჩვენს სისტემაში გამოყენებულია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფირმის ძრავი – შომფყ. შესაბამისად პერგოლა დღესდღეობით ყველაზე დახვეწილი გადახურვის სისტემაა, რომელიც გამოირჩევა მდგრადობითა და თერმოიზოლაციით. საკმაოდ კომფორტულია ღია სივრცეების მოსაწყობად, რადგან პულტით ძალიან მარტივად შესაძლებელია ამინდისა და სეზონის მიხედვით ვმართოთ. გარდა ამისა მომხმარებელს ვთავაზობთ საკუთარი გემოვნებით აირჩიოს სასურველი ფერის პერგოლა და განათების სისტემაც. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოქტომბრის ბოლომდე მომხმარებელს ვთავაზობთ სპეციალური "საშემოდგომო ფასებს" - თაკო ახვლედიანი

"ჯეო გლასი" ნებისმიერ მსურველს უპრეცედენტო სიახლეს სთავაზობს. სასურველი პროდუქციის შეძენა ახლა უკვე 0%-იანი განვადებითაა შესაძლებელი და რაც მთავარია, თუ ადრე ყველა კომპანიასთან ურთიერთობა დამღლელი, რუტინული პროცესი იყო, დღეს "ჯეო გლასის" მომხმარებლებს პირადი მენეჯერი ყველა საკითხის მოგვარებაში ეხმარება.

დაინტერესების ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია კომპანიას დაუკავშირდეს ნომერზე (+995) 322 11 11 00 ან მეილზე Office@geoglass.ge

(R)