"საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებამ" და "სახალხო აფთიაქმა" პენსიონერებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეზე უმასპინძლეს - კვირის პალიტრა

"საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებამ" და "სახალხო აფთიაქმა" პენსიონერებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეზე უმასპინძლეს

მედიკამენტები უფასოდ, ბალნეოლოგიურ ცენტრში მომსახურებით სარგებლობის ვაუჩერი და ფილმის სეანსზე დასწრება - ასე მიულოცეს "სახალხო აფთიაქმა" და "საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებამ" ორგანიზაციაში გაწევრიანებულ პენსიონერებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე. იმათ კი, ვინც ამ ღონისძიებაზე მისვლა ვერ მოახერხეს "საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებამ" სიმბოლური საჩუქრები სახლებში გადასცა.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე 1-ელ ოქტომბერს აღინიშნა. ღონისძიების ავტორების თქმით, აღნიშნული აქტივობების მთავარი მიზანი საქართველოში "ხანდაზმულთა საერთაშორიო დღისადმი" ცნობიერების გაზრდა, პენსიონერების მიმართ კი ყურადღების, ზრუნვისა და პატივისცემის გამოხატვა იყო.

"სახალხო აფთიაქის" წარმომადგენლების განცხადებით პენსიონერები კომპანიისთვის განსაკუთრებული სეგმენტია, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება, მზრუნველობა და ხელშეწყობა. გამომდინარე აქედან, ის ყოველთვის მზადაა, შექმნას მათთვის დამატებითი სარგებელი.

ღონისძიება ორ ნაწილად ჩატარდა: პენსიონერებს, 75 წლის და ზემოთ, რომლებიც გაწევრიანებულები არიან "საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებაში", ორგანიზატორებმა მათთვის მოულოდნელად, სახალხო აფთიაქისაგან უფასო მედიკამენტები და ბალნეოლოგიური ცენტრის ვაუჩერები, რომელიც ექიმის უფასო კონსულტაციასაც მოიცავს, სახლებში მიუტანეს.

პენსიონერების იმ ნაწილს კი, რომელმაც სოციალურ ღონისძიებებში ჩართვა არჩია, "საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებამ" კინო ჩვენების საღამო მოუწყო.

"საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება" არის ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ზრუნავს, რომ პენსიონერების ყოველი დღე იყოს სიახლით დატვირთული, რომ მათ გაიხალისონ ცხოვრება, ჰქონდეთ მომავლის იმედი და იცხოვრონ ხანგრძლივად. ბუნებრივია, 1-ელ ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, ისე ვერ გამოვტოვებდით, რომ მათთვის საჩუქარი არ გაგვეკეთებინა . მართლაც საოცარი დღე გამოვიდა ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებული პენსიონერებისთვის და იმედი გვაქვს, არასდროს დაავიწყდებათ, რომ პირველი ოქტომბერი არის ხანდაზმულთა საერთასორისო დღე. პენსიონერსაც სჭირდებათ გართობა, სჭირდებათ ზრუნვა.

ასაკიდან გამომდინარე შეიძლება რაღაც სტკივათ, აწუხებთ, მაგრამ მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დრო სასიამოვნოდ გაატარონ. სწორედ ამაზე ვიზრუნეთ, რომ 1-ელ ოქტომბერს მათ დრო ნამდვილად სასიამოვნოდ გაეტარებინათ", - განაცხადა მზია კორძაიამ, "საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების" ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება" სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. ორგანიზაციის დანიშნულებაა, პენსიონერების ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრების ხელშეწყობა. ორგანიზაცია გეგმავს და პარტნიორებთან ერთად ახორციელებს პროექტებს ამ მიმართულებით.

ორგანიზაციაში რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს მის ფეისბუქ გვერდზე, საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება • Georgian Union of Pensioners განთავსებული სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით

1 ოქტომბერს განხორციელებულ პროექტს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს ასევე "სინერჯის ხანძთელის ფონდმა" და ქართული ჩირის ბრენდმა "ჩიკორი".

(R)