UNESCO - "არავის აქვს უფლება შეუზღუდოს ავტორს არჩევანის უფლება!"
UNESCO - "არავის აქვს უფლება შეუზღუდოს ავტორს არჩევანის უფლება!"
საავტორო უფლებების დაცვის სფეროში GERA-ს გამოჩენიდან უკვე 6 თვე გავიდა. ჟურნალისტი სალომე კასრაძე ესაუბრა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე გვარიშვილს და დაინტერესდა, რა მოხდა საინტერესო ამ ხნის განმავლობაში.

ალექსანდრე გვარიშვილი: - სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ GERA ამ მოკლე პერიოდში ასეთ ტემპს აკრეფდა. ფაქტობრივად, შეუძლებელი შევძელით და 6 თვეში თავი მოვუყარეთ მსოფლიო მუსიკალური კატალოგების 80%-ის საავტორო უფლებებს. ვგულისხმობ Sony-ს, Warner Music-სა და Universal-ს და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. გასულ კვირას თბილისში გახლდათ
ჩამოსული ბრიტანული ორგანიზაცია Media IP Rights-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბატონი სტივ დენიელი, რომელმაც ჩვენთან გააფორმა ხელშეკრულება. ეს ორგანიზაცია მომიჯნავე უფლებების საკმაოდ ვრცელი კატალოგის მფლობელია. დღეიდან ამ კატალოგს საქართველოს ტერიტორიაზე GERA წარმოადგენს. გარდა ამისა, დღეს საქართველოში ყველაზე აქტიურ და პოპულარულ ავტორთა და შემსრულებელთა უმრავლესობა ჩვენთან არის გაწევრებული.
ამ 6 თვეში ჩვენ შევძელით და 300-მდე ხელოვანთან გავაფორმეთ ხელშეკრულება.

უკვე ოფიციალურად ვთანამშრომლობთ 10-მდე ქვეყნის ანალოგიურ ორგანიზაციასთან, 20-ზე მეტი საერთაშორისო ხელშეკრულება კი მოლაპარაკების პროცესშია. ჩვენი საქმიანობის მთავარი მამოძრავებელი ტექნოლოგია - Rozum b2b აპარატი - საქართველოს მასშტაბით 100-მდე კომერციულ ობიექტზეა დამონტაჟებული: რესტორნებზე, სავაჭრო ცენტრებზე, სასტუმროებზე და ა.შ. ჩვენი მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით 5000-ზე მეტი ღოზუმ-ის აპარატი დავაყენოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია GERA-ს წევრი მუსიკოსების შემოსავლების ზრდა და მათი კეთილდღეობა; რაც უფრო მეტი ობიექტი იქნება აღჭურვილი ღოზუმ-ის აპარატით, მით უფრო ხშირად გაიჟღერებს იქ ჩატვირთული არტისტების კუთვნილი მუსიკა და ჩვენც უფრო მეტი თანხის გადახდა შეგვეძლება მათთვის.

- გვიამბეთ Rozum b2b აპარატზე, რატომ არის­ ტექნოლოგია უნიკალური?
- ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს პირდაპირ მივაწოდოთ ჩვენი ავტორებისა და შემსრულებლების კონტენტი მომხმარებელს, შემდეგ კი მივიღოთ დეტალური ინფორმაცია რომელ ობიექტებზე რამდენჯერ და როდის გაჟღერდა ესა თუ ის კომპოზიცია. ეს არის საქართველოში და ზოგადად, მთელ მსოფლიოში საავტორო უფლებების დაცვის სფეროში ყველაზე გამჭვირვალე და ობიექტური მეთოდი. ამ შემთხვევაში კონკრეტული პირები არ წყვეტენ, ვის რამდენი თანხა ეკუთვნის. აპარატი 100%-იანი სიზუსტით მოახდენს იდენტიფიცირება-აღრიცხვას. ამასთან, GCA აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩვენი საქმიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას. ჩვენ მზად ვართ GCA-საც შევთავაზოთ ღოზუმ-ის აპარატით სარგებლობა, ეს ხომ გააუმჯობესებს ქართველი ხელოვანების ფინანსურ მდგომარეობას და ისინი ბევრად მეტ სარგებელს მიიღებენ გაწეულ შრომაში.

- საავტორო უფლებების დაცვის სფეროში ორი ძირითადი მოთამაშე ხართ. რამდენად კომფორტული და მომგებიანია ხელოვანებისთვის ასეთი გარემო?
- ახლახან მივიღეთ ოფიციალური წერილი Iნტერნატიონალ Mუსიც ჩოუნცილ-ისგან, რომელიც გვატყობინებს, რომ მოსახლეობის და ქვეყნის მასშტაბის მიუხედავად, საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში შესაძლოა არსებობდეს იმდენი ორგანიზაცია, რამდენსაც ავტორები და შემსრულებლები ჩათვლიან საჭიროდ. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია IMC 60 წლის წინ UNESCO-ს ეგიდით შეიქმნა და წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილეს ორგანიზაციას, რომელიც მუსიკის სფეროში მუშაობს და UNESCO-ს მთავარი საკონსულტაციო ორგანოა.

ამავე წერილში ხაზგასმულია, რომ არც ერთ ორგანიზაციას თუ ასოციაციას არა აქვს უფლება, შეუზღუდოს ავტორს ან შემსრულებელს თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს აღნიშნულია 2014 წლის 26 თებერვლით დათარიღებულ ევროკავშირის დირექტივაშიც. თავისუფალი არჩევანი არის ყველა ავტორისა და შემსრულებლის უფლება. ასეთი კონკურენტული გარემო ხელოვანებისთვის მხოლოდ სასიკეთო შედეგს მოიტანს, რადგან სადაც კონკურენციაა, იქ ხარისხიც მაღალია. ეს უკვე მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოს ისეთ მოწინავე ქვეყნებში, როგორიცაა ბელგია, ესპანეთი, ჩეხეთი, თურქეთი, კანადა, აშშ და ა.შ. ეს არის იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალი, სადაც ორი ან მეტი ასოციაცია იცავს ხელოვანების უფლებებს. საოცარია, მაგრამ საქართველოში საზოგადოების უმეტეს ნაწილს არა აქვს ინფორმაცია, თუ რატომ უნდა არსებობდეს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია და ისიც, რომ კომერციულმა ობიექტებმა სტუმრების მოზიდვის მიზნით სხვა ადამიანის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების შემთხვევაში კეთილი უნდა ინებონ და სათანადო საფასური გადაიხადონ. ეს არ ეხება პირად სივრცეში მუსიკის მოსმენას, ლაპარაკია კომერციული მიზნით ინტელექტუალური საკუთრების მოხმარებაზე.

- ზაფხულში თქვენი ორგანიზებით გა­მარ­თულ აგვისტოს საღამოებს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა თბილისში.
- ჩვენი მიზანია ქართული მუსიკალური სფეროს განვითარება. ეს იყო, ერთი მხრივ, საჩუქარი თბილისისა და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ზაფხულში დასასვენებლად წასვლა ვერ მოახერხეს, ხოლო, მეორე მხრივ, ეს იყო ამ ბიზნესის შეჯანჯღარება.
ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. გვინდა ხელი შევუწყოთ საკონცერტო ბიზნესის განვითარებას საქართველოში.

სალომე კასრაძე

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები