ღვინის გზა, მეღვინიდან მეღვინესთან - ქართული ღვინის ფესტივალზე წიგნის წარდგენა გაიმართება - კვირის პალიტრა

ღვინის გზა, მეღვინიდან მეღვინესთან - ქართული ღვინის ფესტივალზე წიგნის წარდგენა გაიმართება

12 ოქტომბერს 13:00 საათზე, "ქართული ღვინის ფესტივალი 2019-ის" ფარგლებში, შარდენზე - სიონის ქუჩაზე, წიგნის "ღვინის სიყვარულით, მოგზაურობა ღვინის სამშობლოში" წარდგენა გაიმართება.

"ღვინის სიყვარულით" ამერიკელი მწერლის, ჟურნალისტისა და ბლოგერის, ელის ფეირინგის წიგნია. ავტორი მკითხველს ქართული ღვინის შესახებ დაუვიწყარი პორტრეტებით, პეიზაჟებითა და სიუჟეტებით მოგვითხრობს; მკითხველი მეღვინიდან მეღვინესთან გადადის და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ღვინის გზას გადის და აღწერილი მოვლენები მის თვალწინ ხდება.

„ელის ფეირინგის ერთი მშვენიერი წიგნი ღვინის შესახებ უკვე არსებობს ქართულად, მაგრამ წიგნი, რომელსაც ახლა უნდა გაეცნოს ქართველი მკითხველი, ნამდვილი საჩუქარია მათთვის, ვისაც ნამდვილი ღვინო უყვარს“ - მწერალი, დათო ტურაშვილი.

„ქართული ღვინის ფესტივალზე გაიმართება წიგნის წარდგენა, რომელიც, ჩემი აზრით ყველა ქართველისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ამერიკელი მწერალი ჩამოვიდა საქართველოში და ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან კულტურაზე, ვაზზე დაწერა, ემოციით, დეტალებით, სიყვარულით. ის წერს იმ მეღვინეებზე, რომლებმაც გზა გაჭრა და ჩვენი მარნებისკენ მოახედა მსოფლიო და გენიალური ქვევრის ღვინოებით გააკვირვა იგი!“- ანანო თავხელიძე, "პალიტრა L ის" მარკეტიგნისა და პიარის ხელმძღვანელი.

ღონისძიებაზე წიგნს წარადგენენ: მთარგმნელი, ნათია მენაბდე და პროექტის მენეჯერი - ანა კოპაძე.