"კომპანიები უკვე ემზადებიან, რომ გამოუშვან საინტერესო ფინანსური ინსტრუმენტები" - ლევან სურგულაძე
10-10-2019
"კომპანიები უკვე ემზადებიან, რომ გამოუშვან საინტერესო ფინანსური ინსტრუმენტები" - ლევან სურგულაძე
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა დღეს კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. ერთი გრძელვადიანი, რომელმაც საპენსიო ასაკში მოქალაქეების ფინანსურად უზრუნველყოფილი ცხოვრება უნდა უზრუნველყოს, ხოლო მეორე მოკლე ვადიანი, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას გულისხმობს. ლევან სურგულაძემ ისაუბრა დღეს არსებულ კაპიტალის ბაზარზე და განაცხადა, რომ საინვესტიციო ინსტრუმენტების მხრივ არჩევანი ძალიან მწირია, თუმცა მოთხოვნა არის ლატენტური.

"ისინი უნდა იყვნენ გამჭირვალე, მომგებიანი, გაიარონ აუდიტი, მიიღონ შესაბამისი რეიტინგი და გააკეთონ ფასიანი ქაღალდებიც იმიტომ რომ
ჩვენ აკრძალული გვაქვს პირდაპირ ინვესტიციებში შესვლა. ჩვენ მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტები შეგვიძლია შევიძინოთ და ეს კომპანიები იქნებიან მოტივირებული და გამოუშვებენ კიდევაც ასეთ ფინანსურ ინსტრუმენტებს. ჩემი პროგნოზით, უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში ეს ეფექტი ჩვენ აუცილებლად უნდა დავინახოთ. უკვე არის ბაზარზე მოძრაობა, უკვე არის ინტერესი ამ ფულის მიმართ გამოხატული,
კომპანიები უკვე ემზადებიან რომ გამოუშვან საინტერესო ფინანსური ინსტრუმენტები და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს რომ ამ ფულს აი, აქ განვათავსებთ.“
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები