ლევან სურგულაძემ პარლამენტს საპენსიო სააგენტოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ლევან სურგულაძემ პარლამენტს საპენსიო სააგენტოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ლევან სურგულაძემ დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და კომიტეტის წევრებს უახლესი სტატისტიკა გააცნო.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ კომიტეტის წევრებმა საპენსიო სააგენტოს დირექტორს შეკითხვები დაუსვეს. სქემაში დარჩენილი დასაქმებულების მონაცემები, სააგენტოს მიერ ჩატარებული საინფორმაციო კამპანია, კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო დანაზოგებზე დარიცხული სარგებელი, ინვესტირება, რეფორმის მოკლე და გრძელვადიანი მიზნები, თანხების განთავსება - ეს განხილულ საკითხთა არასრული ჩამონათვალია. ლევან სურგულაძემ ყველა
დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საპენსიო სააგენტო გეგმის მიხედვით მოქმედებს და შედეგები მოლოდინს აჭარბებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები