12 ოქტომბერს წლის მთავარი ღვინის ფესტივალი შარდენზე გაიმართება - "ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ - კვირის პალიტრა

12 ოქტომბერს წლის მთავარი ღვინის ფესტივალი შარდენზე გაიმართება - "ქართული ღვინის ფესტივალი 2019“

მათთვის, ვისაც ქართული ღვინის უკეთ გაცნობა სურს, 12 ოქტომბერს 12:00-დან 19:00 საათამდე შარდენზე "ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმარ-თება. ფესტივალში, რომელიც "პალიტრა მედიას“, მედიაპორტალი https://allwine.ge/ka/-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება მონაწილეო-ბის მიიღებენ როგორც დიდი კომპანიები, ასევე მცირე მარნები და სტარტაპები.

სინოპტიკოსები შაბათს მზიან და თბილ ამინდს გვპირდებიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ მოხვიდეთ და დააგემოვნოთ ღვინო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად.

ღონისძიების სამზადისი საკმაოდ მასშტაბურია. მონაწილეები ყოველდღიუ-რად მუშაობენ და ქმნიან ახალ პროგრამებს, პერფომანსებს, გმირებს, რომლებსაც "ქართული ღვინის ფესტივალზე“ წარადგენენ.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, ყველის, ჩირის, ასევე ქართული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. მრავალფეროვანი პროგრამის დახმარებით,ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს გართობას.

ფესტივალს 12:00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გახსნის და ამის შემდეგ სცენას ანსამბლი "შვიდკაცა“ დაიკავებს. სასცენო პროგრამა სამ ეტაპად დაიყოფა: დღის პირველ ნახევარში ფოლკლორული და ქალაქური სიმღერები შესრულდება ისეთი ჯგუფების მიერ, როგორიცაა : თორდა, ადილეი, მარუა, რანინა და ცეკვის ანსამბლები. მესამე ნაწილში კი სცენას დაიკავებენ ისეთ ბენდები როგორიცაა: რეზო და ბავშვები და ელის ბენდი.

თუკი წიგნის მოყვარული ბრძანდებით, გამომცემლობა პალიტრა L გაძლევთ შანსს, რომ 13:00 საათზე ამერიკელი მწერლის ელის ფეირინგის წიგნის - "ღვინის სიყვარულით, მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ წარდგენას დაესწროთ.

თუ ფესტივალზე ოჯახთან ერთად მისვლას აპირებთ, ნამდვილად არ ინანებთ, რადგან იგეგმება გასართობი შოუები თეატრალური და ცეცხლოვანი შოუს, ოჩოფეხების, მიმების, ბენდების, ცეკვის ანსამბლებისა და ფოლკლორული ჯგუფების , ასევე დრამების შოუს მონაწილებით.

12 ოქტომბერს, 12 საათიდან გელოდებით შარდენზე, ქართული ღვინის დღესასწაულზე!