"ჩიკორი" ჰორეკას ქსელში შევიდა - "ჩვენი მიზანია, რომ საუზმეზე ჩირის, თანაც ქართულის მიღება ტრადიციად იქცეს" - კვირის პალიტრა

"ჩიკორი" ჰორეკას ქსელში შევიდა - "ჩვენი მიზანია, რომ საუზმეზე ჩირის, თანაც ქართულის მიღება ტრადიციად იქცეს"

ჩირის ქართული მწარმოებელი ბრენდი "ჩიკორი" ჰორეკას ქსელში შევიდა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დროისთვის "ქარელის ხილის" პროდუქტი საქართველოს მასშტაბით 15 მცირე და საშუალო სასტუმროშია წარმოდგენილი, უახლოეს მომავალში კი "ჩიკორი" მსხვილ სასტუმროებსა და კაფე ბარებშიც გამოჩნდება.

"შეგახსენებთ, რომ "ჩიკორის" მწარმოებელი კომპანია "ქარელის ხილი" ქარელის რაიონში 2016 წელს გაიხსნა. 2017 წელს პროდუქციის აქტიური წარმოება დაიწყოდა წლის მეორე ნახევარში უკვე ქვეყნის საზღვრებს გასცდა. დღეს საექსპორტო ბაზრებს შორის არის ჩეხეთი, ლიეტუვა და ჰონკონგი.

ადგილობრივ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის შემდეგ, "ჩიკორმა" ჰორეკას ქსელის ათვისებაც დაიწყო. მოთხოვნა კი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, თავად სასტუმროების მხრიდან წამოვიდა.

"თავდაპირველად რამდენიმე პატარა ლოკალური სასტუმრო დაინტერესდა. შემდეგ, როდესაც ჩვენმა გუნდმა პოტენციალი დაინახა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჰორეკა კატალოგი და სპეციალურად სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, კაფეებისთვის და მსგავსი ბიზნესებისთვის შეგვეთავაზებინა პროდუქტი. ფასიც განსაკუთრებული გვაქვს მათთვის. ახლა დავასრულეთ მოლაპარაკებები რამდენიმე დიდ სასტუმროსთან.

განვითარებულ ქვეყნებში, ჰორეკას სექტორში, დილით საუზმეზე ჩირის მირთმევა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ცოცხალი ხილის სეზონი არ არის, საკმაოდ პოპულარულია. რადგან ამ კომპანიებს კარგად ესმით ადამიანის კვებით რაციონში ჩირის - როგორც მინერალებისა და ვიტამინების წყაროს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამიტომაც არის სასტუმროების მხრიდან ჩირზე მოთხოვნა. დაინტერესება ასევე არსებობს ჰორეკას სექტორის სხვა ბიზნეს-სუბიექტების მხრიდანაც, ვგულისხმობ, რესტორნებს და კაფე-ბარებს", - განაცხადა სანდრო მათიაშვილმა.

ამ ეტაპზე "ჩიკორის" ბრენდით ბაზარზე 12 სახეობის ჩირი იყიდება, 4 სახეობის ჩირი კი შოკოლადში ამოვლებული სახით. "ქარელის ხილის" პროდუქტებს შორის არის - ქლიავის ჩირი, ქლიავის ჩირი შოკოლადში, ნესვის ჩირი, საზამთროს ჩირი, გარგრის ჩირი შოკოლადში, ხურმის ჩირი, ხურმის და ატმის მიქსი, და ა.შ.

2019 წლიდან "ქარელის ხილი" "სინერჯი კაპიტალის" პორტფელური კომპანია გახდა და აქტიურად დაიწყო ბაზარზე განვითარება და წარმადობის გაზრდაზე მუშაობა. გაიგეთ მეტი სინერჯი კაპიტალის საინვესტიციო პროექტების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

(R)