წიგნების სერია, რომელიც ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს
წიგნების სერია, რომელიც ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს
და­ა­ვა­დე­ბებ­სა და მათ გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა ისე­თი მარ­ტი­ვი, რო­გორც დღე­საა, რად­გან ციფ­რულ ერა­ში ვცხოვ­რობთ და ინ­ტერ­ნე­ტი უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გვთა­ვა­ზობს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის რის­კი იმ­დე­ნად დი­დია, რომ უმ­ჯო­ბე­სია, სპე­ცი­ა­ლის­ტთან ვი­ზი­ტის გა­რე­შე სა­კუ­თარ თავს დი­აგ­ნო­ზი მა­ინც არ და­ვუს­ვათ.

ექიმ­თან ვი­ზი­ტის შემ­დეგ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა კი თა­ვა­დაც კარ­გად უნდა შე­ვის­წავ­ლოთ, რომ მისი მარ­თვა შევ­ძლოთ. იმის გამო, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის საფრ­თხის ქვეშ ვართ, უმ­ჯო­ბე­სია, სან­დო წყა­რო­ე­ბი
გა­მო­ვი­ყე­ნოთ. აშშ-სა და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ამის ტრა­დი­ცია დიდი ხა­ნია, დამ­კვიდ­რდა.

აშშ-ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ჰარ­ვარ­დის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის ექი­მე­ბის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი გზამ­კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მკი­თხველს და­ა­ვა­დე­ბის შეს­წავ­ლა­სა და მარ­თვა­ში ეხ­მა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­მა წიგ­ნებ­მა იმ­დე­ნად დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რომ იტა­ლი­უ­რად, ეს­პა­ნუ­რად და პორ­ტუ­გა­ლი­უ­რა­დაც ითარ­გმნა და ევ­რო­პა­ში დიდი
ტი­რა­ჟით გა­მო­ი­ცე­მა. მალე, გზამ­კვლე­ვის 8 ტომი ქარ­თულ ენა­ზეც გა­მო­ი­ცე­მა და მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, კარ­დი­ო­ლო­გი­ურ და გულ­სის­ხლძარ­ღვთა პრობ­ლე­მებს, დეპ­რე­სი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას და 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­უ­რე­ბულ სხვა და­ა­ვა­დე­ბებს დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნოს, მათი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი და მარ­თვის პრო­ცე­სი შე­ის­წავ­ლოს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L“ ტო­მე­უ­ლე­ბის გა­მო­სა­ცე­მად უკვე ემ­ზა­დე­ბა. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი 11 ნო­ემ­ბერს "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა და სრუ­ლად მი­ე­ძღვნე­ბა გუ­ლის პრობ­ლე­მებს, რაც გა­მომ­ცემ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის თინა ასა­თი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე უფრო მტკივ­ნე­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა.

მისი თქმით, მო­ხა­რუ­ლია, რომ ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ტო­მე­უ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა. წიგ­ნე­ბის თარ­გმნის ლი­ცენ­ზი­ის მო­პო­ვე­ბას დრო დას­ჭირ­და. ასე­ვე სა­ჭი­რო იყო "ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ლი­ცენ­ზია მისი ლო­გო­სა და სა­ხე­ლის გა­მო­ე­ყე­ნე­ბით­ვის, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ყვე­ლა ეს უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა.

"თი­თო­ე­ულ წიგნ­ზე "ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის“ 30-დან 50-მდე სპე­ცი­ა­ლის­ტი მუ­შა­ობს. ამას­თან, ისი­ნი პრაქ­ტი­კო­სი ექი­მე­ბი არი­ან. აშშ-სა და ევ­რო­პა­ში წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს გზამ­კვლე­ვი ქარ­თვე­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და. გა­მო­ცე­მა სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლია იმით, რომ ყვე­ლა პრობ­ლე­მა მარ­ტი­ვი, გა­სა­გე­ბი ენით არის ახ­სნი­ლი. ეს წიგ­ნე­ბი უფრო პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, მათი ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი და არა ექი­მე­ბის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­კუ­თარ და­ა­ვა­დე­ბას პა­ცი­ენ­ტი კარ­გად იც­ნობ­დეს, რომ უკეთ გა­უმკლავ­დეს მას“, - გან­მარ­ტავს თინა ასა­თი­ა­ნი.

"პა­ლიტ­რა L-ის“ დი­რექ­ტო­რის თქმით, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­და­პი­რი რჩე­ვე­ბი კი არ გა­ი­ცე­მა, არა­მედ გან­ხი­ლუ­ლია სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­კი­თხი და მათი ეფექ­ტუ­რო­ბა. თინა ასა­თი­ა­ნი გან­მარ­ტავს, რომ ქარ­თუ­ლად ნა­თარ­გმნი ნი­მუ­შე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად ექი­მებს გა­აც­ნეს და და­სა­ბეჭ­დად მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­ამ­ზა­დეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის 100%-ით ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნათ.

"თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­ვა­კე­თეთ სა­ნი­მუ­შო თარ­გმა­ნე­ბი, გა­ვა­ცა­ნით ექი­მებს, კონ­სულ­ტან­ტე­ბი ჩავ­რთეთ სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან და მხო­ლოდ მათი შე­ფა­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს სე­რია და­სა­ბეჭ­დად აგ­ვე­ღო. სე­რი­ა­ში არის ბევ­რი წიგ­ნი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე შე­ვარ­ჩი­ეთ 8 და­სა­ხე­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს მსოფ­ლი­ო­ში და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყვე­ლა­ზე უფრო გავ­რცე­ლე­ბულ პრობ­ლე­მებს. ეს არის გუ­ლი­სა და წნე­ვის პრობ­ლე­მე­ბი, დეპ­რე­სია, დი­ა­ბე­ტი, წო­ნის კლე­ბა და საკ­ვე­ბი­სად­მი მგრძნო­ბე­ლო­ბა, ალერ­გი­ე­ბი, შფოთ­ვა და ფო­ბი­ე­ბი“, - გან­მარ­ტავს ის.

სა­მე­დი­ცი­ნო გზამ­კვლე­ვი სამ ნა­წი­ლად არის და­ყო­ფი­ლი. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი სრუ­ლად დი­აგ­ნოზს აღ­წერს - მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე კარ­დი­ო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბას, მე­ო­რე ნა­წი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­რა­მებს ეხე­ბა, ხოლო მე­სა­მე ნა­წი­ლი უშუ­ა­ლოდ მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებს.

გზამ­კვლე­ვე­ბის თარ­გმან­ზე გა­მოც­დი­ლი მთარ­გმნე­ლე­ბი ნინო მესტვი­რიშ­ვი­ლი და ნინო ბელ­თა­ძე მუ­შა­ობ­დნენ. ნინო მესტვი­რიშ­ვი­ლის­თვის ეს საქ­მე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო აღ­მოჩ­ნდა. მისი თქმით, თარ­გმნი­სას ყვე­ლა დე­ტა­ლი და ყვე­ლა ტერ­მი­ნი სან­დო წყა­რო­ებ­თან არის გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი.

"ვფიქ­რობ, ასე­თი მარ­ტი­ვი ენით და­წე­რი­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, თან სა­მე­დი­ცი­ნო თე­მა­ტი­კა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვფიქ­რობთ, რომ ეს გზამ­კვლე­ვი ოჯა­ხებს და­ეხ­მა­რე­ბა, თა­ვი­ან­თი პრობ­ლე­მე­ბის პირ­ვე­ლა­დი კონ­სულ­ტა­ცია, პირ­ვე­ლა­დი გან­ხილ­ვა მო­ახ­დი­ნონ, რათა და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და მარ­თვის­კენ გა­დად­გან ნა­ბი­ჯე­ბი“, - გან­მარ­ტავს ნინო მესტვი­რიშ­ვი­ლი.

მისი თქმით, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­მე­დი­ცი­ნო თე­მა­ტი­კის წიგ­ნე­ბი აქამ­დეც არა­ერ­თხელ უთარ­გმნია, კონ­კრე­ტუ­ლად, ეს სე­რია ყვე­ლა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა.


"აქ ისე­თი პრობ­ლე­მე­ბია გან­ხი­ლუ­ლი, რომ­ლებ­საც ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფა­ში ვა­წყდე­ბით. კონ­კრე­ტუ­ლად, ეს გა­მო­ცე­მა არის "ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის“ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ამი­ტომ ჩვენ მას "ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის გზამ­კვლე­ვი“ ვუ­წო­დეთ. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს წიგ­ნი შე­იძ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გახ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი მკი­თხვე­ლის­თვის, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამა თუ იმ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა სურს. სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნი, ზო­გა­დად, გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ პა­თო­ლო­გი­ებს მო­ი­ცავს, ისე­თებს, რო­გო­რე­ბი­ცაა გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა, გულ­სის­ხლძარ­ღვთა ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, არით­მია, ინ­ფარ­ქტი და ინ­სულ­ტი.

რაც მთა­ვა­რია, კარ­დი­ო­ლო­გი­ურ ტომ­ში შეგ­ხვდე­ბათ კი­თხვა­რი და პი­რა­დი ანამ­ნე­ზის სა­ფუძ­ველ­ზე შეძ­ლებთ გა­არ­კვი­ოთ, მომ­დევ­ნო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის ქვეშ რამ­დე­ნად ხართ. ვფიქ­რობ, რომ ესეც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­აა“, - გან­მარ­ტა ნინო მესტვი­რიშ­ვილ­მა.

"ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის გზამ­კვლე­ვი“ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად ყო­ველ­თვი­უ­რად გა­მო­ვა. პირ­ვე­ლი წიგ­ნი - კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გზამ­კვლე­ვი - 11 ნო­ემ­ბერს გა­მოჩ­ნდე­ბა, მომ­დევ­ნო ტო­მებს კი მკი­თხვე­ლი მომ­დევ­ნო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იხი­ლავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა