უნიკალური გამოცემის - "ბიბლია განმარტებებით" მეორე ტომი 21 ოქტომბერს გამოიცემა - კვირის პალიტრა

უნიკალური გამოცემის - "ბიბლია განმარტებებით" მეორე ტომი 21 ოქტომბერს გამოიცემა

21 ოქტომბერს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, უნიკალური გამოცემის "ბიბლია განმარეტებებით" მეორე ტომი გამოვა და სპეციალურ ფასად, პირველ ტომის შეძენაც იქნება შესაძლებელი.

პირველი ტომი მკითხველმა უკვე მიიღო, თუმცა მათ, ვინც მისი სპეციალურ ფასად შეძენა ვერ მოასწრო, 21 ოქტომბრიდან აქვს შესაძლებლობა, რომ იგი მეორე ტომთან ერთად შეიძინოს.

"ბიბლია განმარტებებით" საქართველოში პირველად, გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გამოსცა. განმარტებების ტექსტებზე თეოლოგები, თბილისის სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრის წარმომადგენლები, ფილოლოგები და სასულიერო პირები მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი სულ გააერთიანებს 15 ტომს, რომლებიც თვეში ერთხელ გამოიცემა.

პროექტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით ხორციელდება.

წიგნის სპეციალური ფასი გაზეთთან ერთად 15 ლარია.