საპენსიო სააგენტოს დირექტორი 2018 წლის საქმიანობის ანგარიშით დეპუტატების წინაშე წარსდგება - კვირის პალიტრა

საპენსიო სააგენტოს დირექტორი 2018 წლის საქმიანობის ანგარიშით დეპუტატების წინაშე წარსდგება

დღეს საპენსიო სააგენტოს დირექტორი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 16:00 საათზე, 2018 წლის საქმიანობის ანგარიშით დეპუტატების წინაშე წარსდგება.

ლევან სურგულაძე პარლამენტარებს საპენსიო სააგენტოს მიერ ჩატარებულ სამუშაოებსა და სტატისტიკურ მონაცემებს გააცნობს. საპენსიო სააგენტოს დირექტორი 1 იანვრიდან ამოქმედებულ საპენსიო რეფორმის კონკრეტულ შედეგებზე გაამხავილებს ყურადღებას და სააგენტოს მოკლე და გრძელვადიან მიზნებს ჩამოაყალიბებს.

დეპუტატები მიიღებენ ინფორმაციას რამდენი დასაქმებული არის ჩართული დაგროვებით საპენსიო სქემაში და რამდენმა ადამიანმა დატოვა შეწყვიტა დაგროვება. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საპენსიო სააგენტოს დირექტორი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.