ოთხტომეული "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი“ - უცნობი საარქივო მასალა რომელიც უკვე ხელმისაწვდომია
ოთხტომეული "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი“ - უცნობი საარქივო მასალა რომელიც უკვე ხელმისაწვდომია
გამომცემლობა "პალიტრა L-მა" უწმინდესის და უნეტარესის 4 ტომეული გა-მოსცა, სახელწოდებით "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".
მკითხველის დიდი ინტერესესისა და გამოხმაურებების გამო გამომცემ-ლობა "პალიტრა L"-ის ინიციატივით ოქტომრის ბოლომდე, ბიბლუსის ყველა ფილიალში თვის შეთავაზებაშია და 30 ლარის ნაცვლად, სპეციალურ ფასად 9,95 თეთრად შეგიძლიათ მისი შეძენა.

არქივები, როგორც წესი, ასი წლის, 50 წლის შემდეგ იხსნება, მაგრამ პატ-რიარქის დამოკიდებულება ამ საარქივო მასალებისადმი, არის გამორჩეუ-ლი. მისი ოპონენტების მიერ რაც კი დაწერილა, ისიც კი არქივშია
დაცუ-ლი, არც ერთი არ გამქრალა არქივიდან. რასაკვირველია უწმინდესის შესა-ხებ არაერთი წიგნი დაწერილა, თუმცა მათში ავტორისეული ინტერპრე-ტაციებია. ამ წიგნში კი, მკითხველის ყურადღებას მიიპყრობს ისეთი მნიშ-ვნელოვანი დოკუმენტები, რომელთა მხოლოდ ფრაგმენტები გვქონდა ნა-ნახი. ხშირად ოპონენტები საყვედურობდნენ პატრიარქის იმისთვის, რომ გარკვეულწილად ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლები-სადმი. აი, ამ დოკუმენტებში ნახავს
საზოგადოება, როგორი შეუპოვარია პატრიარქი, როცა საქმე ეხება ეკლესიის ინტერესების დაცვას.

ოთხტომეულში მხოლოდ სრულიად საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაცული დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი.
ოთხტომეულში განთავსებულია სკოლის, სტუდენტობის პერიოდების მა-სალები. საინტერესოა, მშობლების წერილები მისი უწმინდესობისადმი, რომელიც თავისივე ხელით აქვს აკინძული მის უწმინდესობას, ეტყობა სა-გულდაგულოდ ინახავდა. პატრიარქის აღსაყდრების შესახებ მასალებში მკითხველი დაწვრილებით გაეცნობა იმ დროისთვის როგორ უმძიმეს მდგომარეობაში იყო დიდი წარსულის მქონე საქართველოს ეკლესია, ტაძ-რები დახურული და ქვეყანა ათეიზმით მოცული. მისი უწმინდესობის უდიდესი ძალისხმევის შედეგად როგორ თანდათანობით მოხდა ეკლესიი-საგან გაუცხოებული ქართველი ერის სულიერი ფერისცვალება, დახურუ-ლი ეკლესიების გახსნა. საბოლოოდ კი, ახლად აშენებული ტაძრებით რო-გორ მოიქარგა საქართველო. მეტად საგულისხმოა მისი უწმინდესობის მი-მართვითი ხასიათის წერილები, სადაც ასახულია მისი ბრძნული და ჯან-საღი პოზიცია თანამედროვე პერიოდში ეკლესიის წინაშე მდგარი პრობ-ლემებისადმი, როგორი შეუვალია ჩვენი პატრიარქი, როდესაც საქმე სამ-შობლოს და ეკლესიის ბედს ეხება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?