ახალი სასკოლო ინვენტარი და ტექნიკა შატილის ახალ სკოლაში - "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ და "ევროპული სკოლის“ მოსწავლეების ინიციატივა
ახალი სასკოლო ინვენტარი და ტექნიკა შატილის ახალ სკოლაში - "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ და "ევროპული სკოლის“ მოსწავლეების ინიციატივა
ახალი სასკოლო ინვენტარი და ტექნიკა შატილის ახალ სკოლაში - "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ და "ევროპული სკოლის“ მოსწავლეების ინიციატივა

"ბავშვები ბავშვებისთვის“ - ასე ეწოდება აქციას, რომელიც "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა შატილში დამწვარი ერთადერთი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის დაიწყეს. ბავშვები "ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის ინიციატივას შეუერთდნენ, რომელიც სკოლის აღდგენის შემდეგ სასკოლო ინვენტარის შეძენას გულისხმობს.

შატილის ერთადერთი სკოლა-პანსიონი, ცოტა ხნის წინ დაიწვა. სკოლის დირექტორი მაყვალა დაიაური ვარაუდობს, რომ ხანძარი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.

სკოლა-პანსიონი, რომელშიც სულ 8 მოსწავლე იღებდა განათლებას, შატილის
მოსახლეობისთვის იყო იმედი, რომ მათი შვილები თავიანთ მიწა-წყალზე კარგ საშუალო განათლებას მიიღებდნენ და მომავალში საოცნებო პროფესიებსაც დაეუფლებოდნენ. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებით შატილის სკოლას რეაბილიტაცია გასულ ზაფხულს ჩაუტარდა. დაწესებულება ძირითადად, ხის მასალისგან იყო აშენებული, ამიტომ ხანძრის დროულად ჩაქრობა ვერ მოხერხდა და შენობა, ფაქტობრივად, სრულად განადგურდა.

კადრები, რომელშიც სკოლა ცეცხლში იყო გახვეული თითქმის მთელმა საქართველომ ნახა. საზოგადოება მომხდარის გამო წუხილს გამოთქვამდა და აინტერესებდა, რა ნაბიჯებს გადადგამდა სახელმწიფო ან გამოიჩენდა თუ არა კეთილ ნებას კერძო სექტორი.

მალევე, მომხდარს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად ახალი სკოლა აშენდება, პროექტს კი მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს“.

კერძო სექტორიდან კი პირველი კომპანია, რომელმაც სკოლისთვის ინვენტარის: ავეჯის, დაფების, კომპიუტერების, წიგნების, სახატავების, სპორტული ინვენტარის, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის სურვილი გამოთქვა "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია“.
გასულ წელს კომპანია ბარისახოსა და მაღაროსკარის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებთან ჩავიდა და სასწავლო პროცესისთვის ყველა საჭირო ინვენტარი ჩაუტანა. როგორც თავად აღნიშნეს, წელს, იმავეს შატილშიც აპირებდნენ.

"რამდენიმე დღის წინ დავწერეთ ვეძებდით სკოლებსა და პანსიონებს რომლებსაც "საქართველოს ინდუსტრიული" ჯგუფი დაეხმარებოდა. ასე გავაკეთეთ შარშანაც, როცა საახალწლოდ ჩვენი პარტნიორები ამ აქციის თანამონაწილეები გახდნენ და მათი საჩუქრებისთვის განკუთვნილი თანხით ბარისახოსა და მაღაროსკარის სკოლა-პანსიონებს ინვენტარი, კომპიუტერები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი შევუძინეთ.. წელსაც იგივე გვინოდა. ვეძებდით, ვარჩევდით.. გუშინ შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა, 8 ბავშვი დარჩა სკოლის გარეშე. უკვე ითქვა რომ სკოლა მალე აღდგება. ჩვენ კი საახალწლოდ ზუსტად ვიცით ვისაც გავახარებთ...

ჯი-აი-ჯი ჯგუფი სასკოლო ინვენტარს: მერხებს, ავეჯს, დაფებს, კომპიუტერებს, წიგნებს, სახატავებს , სპორტულ ინვენტარს, საყოფაცხოვრებო ნივთებს შეიძენს. და რაც ყველაზე მეტად გვახარებს ამ აქციაში ბავშვები არიან ჩართულები. "ევროპული სკოლის" მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი დახმარებოდნენ თანატოლებს. საბოლოოდ გამოვიდა აქცია " ბავშვები ბავშვებისათვის”, - განაცხადა "ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის წარმომადგენელმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარის გამო, სასწავლო პროცესი არ შეფერხდება და მოსწავლეები სწავლას დროებით, ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ ხანში ექნებათ შატილში მცხოვრებ ბავშვებს ახალი სკოლა-პანსიონი, თუმცა "ჯი-აი-ჯისა“ და "ევროპული სკოლის“ მოსწავლეების დაპირებით, ახალ სკოლაში მათ უახლესი სასკოლო ინვენტარი დახვდებათ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?