რატომ უნდა გავიღოთ სისხლის უანგაროდ? - კვირის პალიტრა

რატომ უნდა გავიღოთ სისხლის უანგაროდ?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სისხლის დონორებს სამ ტიპად ყოფს:

• უანგარო დონორი - ადამიანი, რომელიც სისხლს გასცემს მატერიალური ან სხვა სახის დაინტერესების გარეშე

• ნათესავი/ჩანაცვლებითი დონორი - ადამიანი, რომელიც სისხლს აბარებს ნათესავის/ახლობელის დასახმარებლად (უანგარო პირველადი დონორისგან განსხვავებით, აქვს გარკვეული სახის ინტერესი));

• ფასიანი დონორი - ადამიანი, რომელიც სისხლის გაცემს მატერიალური ანაზღაურების გამო.

სიცოცხლის განმავლობაში სისხლი შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დასჭირდეს, უსაფრთხო სისხლის მარაგი კი ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს. უსაფრთხო სისხლი, სწორედ უანგარო დონორებისგან გროვდება, რადგან ამ ტიპის დონორს არანაირი მატერიალური დაინტერესება არ აქვს და გულწრფელია სამედიცინო ტესტირების დროს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრნობით: „უსაფრთხო სისხლის საკმარისი და საიმედო მიწოდების უზრუნველყოფა შესაძლოა მხოლოდ რეგულარული, მოხალისე, უანგარო დონორთა სტაბილური ბაზის შექმნით. აღნიშნული ადამიანები წარმოადგენენ ასევე დონორობისათვის ყველაზე უსაფრთხო ჯგუფს, ვინაიდან სისხლით გადამდები ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი მათში დაბალია“. შესაბამისად, თუ ჩვენს ქვეყანაში გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი ვინც სისხლს ყოველგვარი დაინტერესების გარეშე აბარებს, ეს ასევე გაზრდის უსაფრთხო სისხლის მარაგსაც“

უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი დონორის მიერ გაღებული სისხლი დამატებით მოწმდება აივ ინფექციაზე, B, C ჰეპატიტებზე და სიფილისზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. რაც შეეხება თვითონ დონორების უსაფრთხოებას, „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სისხლის ბანკები დონაციის პროცესის 100% ით უსაფრთხოებას უზრუნვეყოფენ ახალი, სტერილური იარაღების გამოყენებით.