საქართველოში აგრო-ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელი გერმანული ბრენდი FENDT შემოვიდა - კვირის პალიტრა

საქართველოში აგრო-ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელი გერმანული ბრენდი FENDT შემოვიდა

24 ოქტომბერს, ყვარელში, "მეღვინეობა ხარებას“ ღვინის გვირაბის ტერიტორიაზე გაიმართა აგრო-ტექნიკის მწარმოებელი გერმანული ბრენდის, FENDT-ის წარდგენის ღონისძიება, რომელიც საქართველოში "მეღვინეობა ხარებას“ ინიციატივით შემოვიდა.

საქართველოში Fendt-ის შემოსვლისა და ოპერირების მიზნით, "მეღვინეობა ხარებას“ და კომპანია Fendt-ის მფლობელ კორპორაცია AGCO-ს შორის სადილერო პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რის საფუძველზეც საქართველოში მოღვაწე კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე, უახლესი სტანდარტებისა და მოდიფიკაციის მქონე აგრო-ტექნიკა, სავენახე და სხვა აგრო-ოპერაციების განხორციელების მიზნით, რაც მათ აბსოლიტურ თანხვედრასა და შესაბამისობას უზრუნველყოფს მეღვინეობის სფეროში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებთან. თავის მხრივ, "მეღვინეობა ხარებამ“ და მის ჯგუფში შემავალმა აგრო-კომპანიებმა, სახელმწიფოს თანადგომით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) ხელშეწყობით და ასევე "საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მოზიდული შეღავათიანი ფინანსური რესურსით, რამდენიმე მილიონის ინვესტიცია განახორციელეს, Fendt-ის ტექნიკური არსენალით კომპანიების აღჭურვის მიზნით და სხვადასხვა ტიპის 21 ერთეული ტექნიკა შეიძინეს. ამასთანავე გერმანიაში, უშუალოდ კომპანია Fendt-ის ბაზაზე მოხდა "მეღვინეობა ხარებას“ პერსონალის, მექანიზატორების და სერვის-ჯგუფის გადამზადება და ტრენინგი. პარტნიორობის ფარგლებში, ასევე საქართველოში Fendt-ის ტექნიკის მომსახურების ცენტრი შეიქმნება, რომელიც სრულფასოვან მომსახურებას გაუწევს ტექნიკას.

"პროექტი თავის შინაარსით ერთ-ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია აგრო სფეროში და განსაკუთრებით მეღვინეობის მიმართულებით მოღვაწე კომპანიებისთვის, რადგან აგრო-ტექნიკის მწარმოებელი, მსოფლიოს ლიდერი კომპანია Fendt უკვე საქართველოშია და მათ მიერ წარმოებული ტექნიკა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ეს კი გულისხმობს ქართული აგრო მიმართულების იმ სტანდარტებზე გადასვლას, რაც დღეისათვის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. ამ ყველაფერთან ერთად, უმნიშვნელოვანესი და ხაზგასასმელია სახელმწიფოს უდიდესი მხარდაჭერა, ჩართულობა და როლი აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, რადგან Fendt-ის ტექნიკის შეძენით დაინტერესებული ნებისმიერი კომპანიისთვის ხელმისაწვდომი ხდება აღნიშნული ტექნიკა შეღავათიანი ფინანსური რესურსითა და პირობებით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თავის მხრივ "მეღვინეობა ხარება“ გახდა პირველი, რომელმაც საკუთარი კომპანია აღჭურვა Fendt-ის უახლესი ტექნიკით, რისთვისაც რამდენიმე მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა და ამ მხრივაც უპრეცენდენტოდ დიდი იყო სახელმწიფოს თანადგომა, დახმარება და მხარდაჭერა შეღავათიანი და გრძელვადიანი ფინანსური რესურსის მოზიდვის კუთხით.“ - განაცხადა "მეღვინეობა ხარებას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა პაატა აბუთიძემ

სავენახე და აგრო-ოპერაციების თანამედროვე სტანდარტებით ჩატარება გულისხმობს ვენახის ეკო-სისტემის და მის ირგვლივ არსებული გარემოს სისუფთავეს, მოსავლიანობის მაქსიმალურ მაჩვენებლების უზრუნველყოფას, ვაზისა და ყურძნის სიჯანსაღისა და ხარისხის დაცვას, რასაც კომპანია Fendt-ის მიერ მოწოდებული ტექნიკა სრულად აკმაყოფილებს, რადგან იგი აღჭურვილია შემდეგი სისტემებით: 1. სრული კომპიუტერიზებული მართვა აგრო-ოპერაციების განხორციელებისა და კონტროლის პროცესში, მათ შორის ავტოპილოტირებისა და ოპერაციების წინასწარი პროგრამირების შესაძლებლობა; 2. ეკო-მეგობრული სისტემა, რაც მუშაობის პროცესში მინიმუმამდე ამცირებს გამონაბოლქვისა და მავნე აირების გამოფრქვევას; 3. რთულ რელიეფზე მუშაობის შესაძლებლობა; 4. ნებისმიერი ტიპის ნიადაგის მიმართ ადაპტირებულობა და ნიადაგის შესაბამისი სპეც.რეჟიმით ტექნიკის მართვა; 5. სავენახე ოპერაციების სპეციფიკიდან და საჭიროებიდან გამომდინარე ტექნიკის სიჩქარის 0,02 კმ საათით მოძრაობის შესაძლებლობა; 6. ტექნიკის მართვის პროცესში მემანქანეთათვის შექმნილი განსაკუთრებული კომფორტი სალონში, მათი შრომის ნაყოფიერებისა და მუშაობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;

Fendt-ის ისტორია 1930 წლიდან იწყება გერმანიაში. თითქმის საუკუნოვანი გამოცდილების მქონე კომპანია დღეისათვის 10 მიმართულების აგრო და მძიმე ტექნიკის ხაზით ქმნის პროდუქციას

და მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ შორის, ტექნიკის წარმოებას, გარდა გერმანიისა, ანხორციელებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იტალიაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კომპანია Fendt გაყიდვების კუთხით გერმანიაში ლიდერ პოზიციაზეა აგრო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიათა შორის, რაც ცალსახად მის უმაღლეს ხარისხზე, სტანდარტებზე და შესაძლებლობებზე მეტყველებს.

(R)