საქართველოში პირველი ზვავსაწინააღმდეგო სისტემის განხორციელება დაიწყო - კვირის პალიტრა

საქართველოში პირველი ზვავსაწინააღმდეგო სისტემის განხორციელება დაიწყო

პროექტს უზრუნველყოფენ ქართული და ფრანგული კომპანიები: "მაუნთინ რეზორტს სოლუშანს" და TAS, მსოფლიო ლიდერი ბუნებრივი კატასტროფების პრევენციაში

პროექტი მოემსახურება კობი-გუდაურის სასრიალო გზების მონაკვეთს

"მაუნთინ რეზორტს სოლუშანს" 2017 წელს დაარსდა და ერთადერთი ქართული კომპანიაა TÜV მიერ მინიჭებული ISO 9001:2015 სერტიფიკატით, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, მართვისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით; საბაგირო გზების, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის სისტემების, ხელოვნური გათოვლიანების სისტემების, სპეციალური თოვლსატკეპნი ტექნიკის და მთის კურორტების უსაფრთხოების აღჭურვილობით, საპარკინგე სისტემების მშენებლობით, ინსტალაციითა და ტექნიკური მხარდაჭერით, "მაუნთინ რეზორტს სოლუშანს" საქართველოში მთის კურორტების განვითარების სფეროში ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა:

მსოფლიოში ყველაზე მსხვილი თოვლის სატკეპნი ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Kässbohrer AG - Pistenbully; MND GROUP და მისი ყველა მიმართულება; TAS - მსოფლიო ლიდერი ზვავსაწინააღმდეგო სისტემებში; LST - მსოფლიოში აღიარებული კომპანია საბაგირო გზების მშენებლობაში; SUFAG - გლობალური მოთამაშე ხელოვნურ გათოვლიანების სისტემებში; TechFun – სპეციალისტები ტურისტული ცენტრების განვითარებაში; Zip line-ებსა და სხვა გასართობი ობიექტების მშენებლობა/მონტაჟში; MBS -გლობალური ლიდერი და FIS პარტნიორი სამთო სათხილამურო ტრასების უსაფრთხოების აღჭურვილობის წარმოებაში.

კომპანიამ დაამონტაჟა და 2018 წლის იანვარში ექსპლუატაციაში გაუშვა, ფრანგული კომპანია LST მიერ წარმოებული ორი საბაგირო გზა ბაკურიანში. ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოში პირველ კერძო ინვესტიაციას ახალი საბაგირო გზების მშენებლობის დარგში.

კომპანია 2017 წლიდან ახორციელებს საქართველოს სამთო სათხილამური კურორტების ტრასების უსაფრთხოების სისტემებისა და აღჭურვილობის რეალიზაცია-მონტაჟს.

"მაუნთინ რეზორტს სოლუშანს" სერტიფიცირებული ტექნიკოსების გუნდით საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს ყველა სამთო სათხილამურო კურორტზე არსებული თოვლის სატკეპნი მანქანების ტექნიკურ სერვისს და მათ გამართულ მუშაობას.

პროექტის აუცილებლობა

ზვავსაშიშროება კობი-გუდაურის მონაკვეთზე და მასთან დაკავშირებული საფრთხეები, რისკის ქვეშ აყენებს პირველ რიგში ადგილობივი მოსახლეობის უსაფრთოებას და აფერხებს მთის კურორტის განვითარებას. საქართველოში, ზამთრის კურორტების შემდგომი განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კურორტების მსგავსად, ზვავსაწინააღმდეგო სისტემები განვითარდეს და მისგან მომდინარე საფრთხეები განეიტრალდეს.

ამ პროექტის დაწყებით, საქართველოში ზვავსაწინააღმდეგო სისტემების ამუშავების პრეცედენტი დაიშვა.

კომპანიისთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა საქართველოში ეს პროექტი, მსოფლიოს ლიდერ კომპანიებთან "TAS" და "STEM international" პარტნიორობით განახორციელოს.

რატომ "მაუნთინ რეზორტს სოლუშანს"?

პროექტის სპეციფიკის და მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომპანიამ "მაუნთინ რეზორტს სოლუშანს" შექმნა კონსორციუმი ფრანგული კომპანიების "TAS", "STEM international" და ქართული სამშენებლო კომპანია CRP შემადგენლობით. კონსორციუმის ლიდერ კომპანიად განისაზღვრა შპს "მაუნთინ რეზორტს სოლუშანს".

საჯარო ინტერესის, პროცესის გამჭვირვალობის და პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნით შეიქმნა 8 წევრისგან შემდგარი სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელსაც წარმოადგენდნენ:

შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიას;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური რისკების შერბილების სამმართველოს;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს, მცხეთა-მთიანეთის სპეციალიზებულ სამაშველო განყოფილებას;

შპს გეოგრაფიკს და ჰიდრომეტეოროლოგებს.

ბაზრის კვლევის ეტაპზე წინადადება წარადგინა ორმა კონკურენტმა კომპანიამ, კომისიამ დეტალურად შეისწავლა ორივე წინადადება: წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა, ექსპლუატაციის პირობები (უსაფრთხოება, ტექნიკური მხარეები) და პროექტის განხორციელების გეგმა. "მაუნთინ რეზორთს სოლუშანს" მიერ წარმოდგენილმა პროექტმა სახელმწიფო კომიისის უმაღლესი შეფასება მიიღო. კომისიის წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ყველა მოთხოვნილი კრიტერიუმის გათვალისწინებით მხარი დაუჭირა "მაუნთინ რეზორთს სოლუშანს" მიერ წარდგენილ წინადადებას.

დამატებით, საქართველოს ეკონომიკის სამინიტრომ, გამარჯვებული პროექტის ხარისხის შეფასების მიზნით, შვეიცარიიდან, კერძოდ - დავოსში არსებული თოვლისა და ზვავების კვლევების ინსტიტუტიდან (WSL -Insitute fur Schnee und Lavinenforschung/ISLF) მთავარი სპეციალისტი ბ-ნ მარკ შაერი მოიწვია. საერთაშორისო ექსპერტმა, კომპანიის "მაუნთინ რეზორთს სოლუშანს" მიერ წარმოდგენილ ზვავსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟისა და მართვის პროექტს დადებითი შეფასება მისცა.

პროცესი სამართლიანად შეაფასა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელმა, რომელიც კომისიის სხდომების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდა.

კომპანია "მაუნთინ რეზორტს სოლუშანს" 2019-2022 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონის განმავლობაში დაამონტაჟებს და განახორციელებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის მართვას.

(R)