ხორცპროდუქტების ყველაზე ცნობილი მწარმოებლები მსოფლიოსა და საქართველოში - კვირის პალიტრა

ხორცპროდუქტების ყველაზე ცნობილი მწარმოებლები მსოფლიოსა და საქართველოში

ხორცპროდუქტები მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. გადამუშავებული ხორცის პროდუქტები იდეალურად ეხამება როგორც საუზმეს, ისე სადილსა და ვახშამს. ის თანაბრად უყვართ დიდებსა და პატარებს. სწორედ ამიტომ ხორცპროდუქტები 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად იქცა.

ხორცპროდუქტების წარმოების პროცესი მარტივი ნამდვილად არ არის და არაერთი სტანდარტის დაცვაა საჭირო. ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად კიდევ ერთი მთავარი პირობა წარმოების პროცესში ინოვაციების დანერგვაა.

მსოფლიო მასშტაბით არსებობს არაერთი მსხვილი ხორცპროდუქტების საწარმო, რომელთა ნაწარმიც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იყიდება. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში ყველაზე მასშტასბურია „ნიკორა“. ახლა კი საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ მსოფლიოს 3 უმსხვილესი და საქართველოს ყველაზე დიდი საწარმოს შესახებ.

Tyson Foods

ეს არის ამერიკაში დაფუძნებული მსხვილი მულტინაციონალური კორპორაცია, რომელიც ამუშავებს ქათმის, საქონლისა და ღორის ხორცს. კომპანია 1935 წელს შეიქნა ჯონ ტაისონმა და სწორედ შემქმნელის გვარს ატარებს დღეს ის.

თავის მიმართულებაში კომპანია ამერიკის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. Tyson Foods ბაზარს რამდენიმე ბრენდით ამარაგებს. მათ შორისაა: Jimmy Dean, Hillshire Farm, Sara Lee, Ball Park, Wright Brand, Aidells და State Fair. 2015 წელს კომპანია ასაქმებდა 115 000 ადამიანს, რომლებიც 300 საწარმოში იყვნენ განაწილებული. საერთო რაოდენობიდან 100 საწარმო აშშ-ში მდებარეობს, დანარჩენი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია განაწილებული და თანამშრომლობს 6 729 ქათმის ფერმასთან.

Tyson Foods ხორცპროდუქტებით ამარაგებს ისეთ მსხვილ ბრენდულ ქსელებს, როგორიცაა KFC, McDonald's, Burger King, Wendy's, Wal-Mart და სხვა.მრავალფეროვანია კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტიც. ის მოიცავს ქათმის, საქონლის და შერეული ხორცის ძეხვეულს, სოსისს, ლორს და ასევე ქათმის ფრთებს, ნაგეთსებს.

JBS S.A.

JBS S.A. არის გაყიდვებით ყველაზე მსხვილი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში. კომპანიის სათავო ოფისი სან პაულოში მდებარეობს, თუმცა ბრენდი მსოფლიო მასშტაბით 150 ინდუსტრიულ ქარხანას აერთიანებს. ის 1953 წელს დაარსდა როგორც პატარა ფერმა რანჩოზე. თუმცა წლების შემდეგ ბიზნესი გაფართოვდა და საწარმომ ბრაზილიის დედაქალაქში გადაინაცვლა. ეტაპობრივად კომპანიამ ხორცის არაერთი საწარმო და მაღაზია შეიძინა. უფრო მოგვიანებით მისი მასშტაბი ბრაზილიასაც გასცდა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათი წარმატების მთავარი გასაღები საწარმოო პროცესში მუდმივად ინოვაციების დანერგვაა. სოციალური მზრუნველობა და გარემოსდაცვითი პროექტები ბრენდის განსაკუთრებული ღირებულებებია, რომლებიც მას წარმატების მიღწევაში კიდევ უფრო ეხმარება.

ამჟამად კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი ძალიან მრავალფეროვანია და ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება.

Vion

Vion ევროპის უმსხვილესი ხორცის მწარმოებელი საწარმოა. საწარმოები ჰოლანდიასა და გერმანიაში მდებარეობს. თუმცა ოფისებს მსოფლიოს 13 ქვეყანაში ფლობს. კომპანია სამი მიმართულებით საქმიანობს: ღორის ხორცი, საქონლის ხორცი და სერვისი კვების მიმართულებით. საწარმოში ყოველკვირეულად 17 500 ძროხას ამუშავებენ. მისი ნაწარმი კი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იყიდება როგორც საცალო ბაზრებზე, ისე კვების ობიექტებსა და ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებზე.

Vion რამდენიმე ბრენდს აწარმოებს, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელს მეტად მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს. საწარმო მაღალი ღირებულების მატარებელია და ცდილობს, ეს ღირებულებები სრულიად სფეროში დანერგოს. ესენია ცხოველების კეთილდღეობა, ჯანსაღი პროდუქტი, გარემოს გავლენა ხორცის საწარმოო პროცესზე და ადამიანების ჯანმრთელობა.

ნიკორა

საქართველოში ხორცპროდუქტების წარმოება რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო, თუმცა პროცესი სწრაფად განვითარდა და ამჟამად ხორცპროდუქტების წარმოება საკმაოდ მაღალ დონეზე ხდება. ამ მხრივ საქართველოს ლიდერი კომპანიაა „ნიკორა“. კომპანიაში 6000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

"ნიკორა" 1998 წელს დაფუძნდა და 21 წელია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. ამასთანავე, სწორედ "ნიკორა" გახლდათ კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო საფირმო ქსელის განვითარება და მომხმარებელს მაღაზიებში მისივე დამზადებული პროდუქცია შესთავაზა.

ნიკორას მზა ხორცპროდუქტები იწარმოება თბილისისა და ფოთის რეგიონალური საწარმოებში. დღეს, კომპანია მზა ხორცპროდუქტების 150-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს. ნედლეულის მიმართულებით კი წლებია თანამშრომლობს სწორედ მსოფლიოში აღიარებულ Tyson Foods, JBS S.A. და სხვა ცნობილ მწარმოებლებთან.

ნიკორას პროდუქცია იყიდება არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით და არამედ, წელს დაიწყო მისი ექსპორტზე გატანა.

"ნიკორა" უკვე რამდენიმე წელია ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს.