სააფთიაქო ქსელი "იმპექსი“ თბილისში შემოდის - კვირის პალიტრა

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი“ თბილისში შემოდის

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი“ უკვე თბილისშიც შემოვიდა და რიგით მე-80 აფთიაქი გაიხსნა თბილისის ცენტრალურ უბანში, პეკინის ქუჩაზე.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსის“ დამფუძნებელი კომპანია შ.პ.ს. "იმპექსფარმი“ უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. კომპანია თავდაპირველად ახდენდა მედიკამენტების იმპორტს და მათ საბითუმო დისტრიბუციას ადგილობრივ ბაზარზე.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015 და სანდო რეპუტაციით სარგებლობს პარტნიორ კომპანიებში.

სულ რამდენიმე წელია კომპანიამ დაიწყო სააფთიაქო ქსელის ფორმირება "იმპექსის“ ბრენდის ქვეშ რეგიონული განვითარების სტრატეგიით, ეტაპობრივად გაფართოვდა საქართველოს ყველა ძირითად რეგიონში და 2019 წლისთვის თბილისის სხვადასხვა უბანში გამოჩნდა.

"იმპექსი” ორიენტირებულია შექმნას თანამედროვე კონცეფციის აფთიაქები, კლიენტზე მორგებული პერსონალიზებული მომსახურებით, მედიკამენტების და პარაფარმაციის ფართო ასორტიმენტით და თანმიმდევრულად მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით. "იმპექსის“ აფთიაქების კონცეფცია ევროპულ გამოცდილებას ეყრდნობა და 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება: ბავშვთა სივრცე, სილამაზის კუთხე და მედიკამენტების ზონა. რიგ აფთიაქებში, ასევე, განთავსებულია კოსმეტიკის კუთხე, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება პერიოდულად ისარგებლოს შემოთავაზებული ბლიც-მაკიაჟების უფასო სერვისით. ინტერიერის დიზაინში გამოყენებული კორპორატიული ფერთა გამა და ხის ფაქტურა უზრუნველყოფს აფთიაქის თბილი და მზრუნველი გარემოს შექმნას.

ამჟამად კომპანია რებრენდინგის პროცესშია და ეტაპობრივად განახლებული იერსახით წარმოჩინდება ფარმაცევტულ ბაზარზე იმისთვის, რომ მომხმარებელს შესთავაზოს მამოტივირებელი გარემო და მომსახურება, რომელიც იქნება ბრენდის დაპირების და სლოგანის შესაბამისი: განეწყვე სიცოცხლისთვის, სილამაზისთვის, ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ დატვირთვას ატარებს აფთიაქებში სანავიგაციო სისტემასთან განთავსებული მესიჯ-ბოქსები, რომელიც მომხმარებლის მოტივაციას და მათთვის პოზიტიური განწყობის შექმნას ისახავს მიზნად.

"იმპექსის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ბ-ნი დავით კოხრეიძე: " 2019 წელი გარდამტეხი იქნება ჩვენი კომპანიისთვის, და მიხარია, რომ ეს ცვლილებები სწორედ კომპანიის 20 წლის იუბილეს უკავშირდება. კომპანიის ყოველწლიურმა სტაბილურმა ფინანსურმა ზრდამ საშუალება მოგვცა კიდევ უფრო გაგვეფართოებინა ჩვენი ქსელი და უკვე თბილისის მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გაგვეხადა ჩვენი მომსახურება. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ თითოეული თანამშრომლის ძალისხმევის შედეგად შევძელით კომპანიაში ასეთ მოკლე პერიოდში ამ მასშტაბების ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი შედეგების მიღება.“

"იმპექსის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორი და ბიზნეს კონსულტანტი, ქ-ნი ნინო დგვეფაძე: "კომპანიამ განახორციელა რებრენდინგი, რასაც წინ დიდი სამუშაო უძღოდა, კომპანიის რესტრუქტურიზაციის, შეფასებისა და მოტივაციის სისტემის შექმნის, თანამშრომელთა გადამზადების და მომხმარებელზე ორიენტირებული პროცესების დანერგვის სახით. ჩვენ ვიაზრებთ, რომ ბრენდინგი მისი არსით არის მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებლობის აღება, რომ სააფთიაქო ქსელის თითოეული აფთიაქი შეასრულებს ბრენდის დაპირებას. როდესაც ქსელზე და უამრავი თანამშრომლის ჩართულობაზეა საუბარი, საკმაოდ რთულია ამ დაპირების შესრულება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მომხმარებელი დაგვეხმარება, ბრენდის შექმნისკენ გზა ერთად გავიაროთ. ჩვენი მხრივ, მომხმარებელს ბევრ სიახლეს ვპირდებით როგორც პროდუქციის გამრავალფეროვნების, ისე საინტერესო აქციების შეთავაზების და მომსახურების მუდმივი სრულყოფის სახით.“

კომპანიის სტრატეგიაა ქსელის განვითარების პარალელურად განახორციელოს პარაფარმაციის ცნობილი ბრენდების პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოება.

(R)