"ერთი ხეობის ფოლკლორი - ჭვანა“
01-11-2019
"ერთი ხეობის ფოლკლორი - ჭვანა“
7 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამოფენა-კონცერტი "ერთი ხეობის ფოლკლორი - ჭვანა“ გაიმართება. ღონისძიებაზე, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანას მუსიკალური ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გაცოცხლდება. კონცერტზე ჭვანის ტრადიციული ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.


კონცერტის დაწყებამდე, მუსიკალური ცენტრის ფოიეში ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია მოეწყობა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საზოგადოებას ხეობაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმას გააცნობს. განვითარების გეგმაში ასახულია
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს;


პრეზენტაციისა და კონცერტზე დასწრებამდე ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ მუსიკალური ცენტრის ფოიეში ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები დაათვალიერონ. ხეობის ეთნოგრაფიული მასალების, მკვლევართა ჩანაწერებისა და არქეოლოგიური არტეფაქტების
გამოფენა მუსიკალულ ცენტრში 18:00 საათზე გაიხსნება.

პროგრამა:

• 18:00 საათი - ეთნოგრაფიული გამოფენის გახსნა
• 19:00 საათი - ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია
• 19:30 საათი - კონცერტის დასაწყისი

საღამო "გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალი“-ს ფარგლებში ტარდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?