4 ნოემბერს ვაკის მოსახლეობას გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება
04-11-2019
4 ნოემბერს ვაკის მოსახლეობას გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება
ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გაზის მიწოდება 1300-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. ამის შესახებ "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"4 ნოემბერს ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ახლად აშენებულ ქსელზე აბონენტების გადართვის მიზნით გაზის მიწოდება 1300-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება.კერძოდ:
• თ. აბულაძის ქ. 30 (ლევან მიქელაძის ქ. 17);
• თ. აბულაძის ქ. 32 (ლევან მიქელაძის ქ. 19 – ყიფშიძის ქუჩა, ავტოგასამართი სადგურის მიმდ.);
• თ. აბულაძის ქ. 31 (ჭავჭავაძის გამზირსა
და ყიფშიძის ქუჩებს შორის);
• ნ. ყიფშიძის ქ. 2კ (იგივე, ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ბ), 5, 5ა, 5-7, 7, 7ბ, 7ა, ნ. ყიფშიძის ქ. 9-ში მდებარე შპს "ფორტის დეველოპმენტი"-ს;
• ი. ჭავჭავაძის გამზ. მე-9 საავადმყოფოს ჩრდილოეთით მდებარე – (ზ. ავალიშვილის ქ. 8) შპს "ჭავჭავაძე 33", ი.
ჭავჭავაძის I შეს. 4-ში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 37) მდებარე ი.ბ.ა. "მედიკოსი"-ს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 60-ში მდებარე შპს "ჰაუსარტ ლუქსი"-ს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 33ე (იგივე ი. ჭავჭავაძის გამზ. 33კ), ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ – შპს "არქი თაუერი", ი. ჭავჭავაძის გამზ. 52, ი. ჭავჭავაძის გამზ. 54 (კავსაძის ქ. 2), 54ა;
• კავსაძის ქ. 3კ-ში მდებარე შპს "დომუს დეველოპმენტი"-ს საცხოვრებელი კორპუსები;
ასევე:
• ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო;
• თურქეთის საელჩო;
• სიმონ ხეჩინაშვილის სახ. კლინიკა;
• შპს "თანამედროვე განათლების აკადემია";
• სს "აქსის თაუერსი" და სხვ;
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 6 ნოემბერს, დილის 10.00 სთ-დან და დასრულდება 18.00 სთ-მდე.
კომპანია "თბილისი ენერჯი" ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ახალ ქსელზე გადართვა აუცილებელია უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების გასაუმჯობესებლად.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის დანადგარები ღია მდგომარეობაში", - აღნიშნულია "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

(R)


რედაქტორის რჩევით
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები