Airswift - მსოფლიოში სანდოდ აღიარებული ადამიანური რესურსების მიმწოდებელი კომპანია - კვირის პალიტრა

Airswift - მსოფლიოში სანდოდ აღიარებული ადამიანური რესურსების მიმწოდებელი კომპანია

ეარსვიფტი Airswift სანდოდ აღიარებული საერთაშორისო კომპანია, აწვდის რა ადამიანურ რესურსებს ენერგეტიკის, პროცესებისა და ინფრასტრუქტურის სფეროებს, წარმოადგენს სტრატეგიულ პარტნიორს დამკვეთებისთვის, რომელთაც სთავაზობს პროფესიონალური სამუშაო ძალის მიწოდება/დაქირავებას პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის. ეარსვიფტი წარმოდგენილია 60-ზე მეტი ოფისით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 800-ზე მეტი თანამშრომლით, 7,000 კონტრაქტორითა და 500,000-ზე მეტი კანდიდატით, რომელთა ცოდნისა და სამუშაო გამოცდილების მიმართვა და გამოყენებაც ხდება ტერიტორიული საჭიროების შესაბამისად.ეარსვიფტის საქართველოს ფილიალი ფუნქციონირებს თბილისში, რომელსაც ხელმძღვანელობს ფილიალის დირექტორი მაია ველიჯანაშვილი.

კომპანიის საქმიანობა

ეარსვიფტი დსთ-ს რეგიონში აქტიურად მონაწილეობს მსხვილ თუ პატარა პროექტებში ბოლო 19 წლის განმავლობაში, ხოლო საქართველოში მისი საქმიანობა 7 წელს ითვლის.

ეარსვიფტი ეწევა პროფესიონალურ და ხარისხიან მომსახურებას, როგორიცაა: კვალიფიცირებული ადამიანური რესურსის მოძიება, რეკრუტინგი, აუტსორსინგი, საკონსულტაციო და ა.შ. აღნიშნული მომსახურებებით სარგებლობა დამკვეთი ორგანიზაციებისთვის არის ხარჯ-ეფექტური.

ზემოთ მოცემული მომსახურებებიდან ფართოდ გავრცელებულია რეკრუტინგი და აუთსორსინგი.

ეარსვიფტის მომსახურებით შემდეგ ბენეფიტებს ღებულობენ დამკვეთები:

  • მათი ბიზნესი 8-10 % უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მანამდე.
  • ზოგავენ სულ მცირე 20% რეკრუტინგის მიმართულებით
  • მენეჯმენტი მობილიზებულია და კომპეტენციებს იყენებს კომპანიის ზრდა-განვითარებაზე და დროს არ კარგავს ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მიმართულებით.
  • იღებენ სრულად კომპეტენტურ, კანონმდებლობასთან შესაბამის, გამოცდილი გუნდის - რეკრუიტერების, ადამიანური რესურსების მენეჯმენტის, ფინანსისტების და ა.შ მომსახურებას. აუთსორსინგის მომსახურებით დამკვეთები სრულად თავისუფლდებიან დამსაქმებლის პასუხისმგებლობისგან და აღნიშნულ ფუნქციას ითავსებს კომპანია ეარსვიფტი.

მომსახურებების სახეობები

2001 წელს ეარსვიფტმა დაარსა "სვიფტ ენჯინიარინგ (აზერბაიჯან) ლიმითედ" საქართველოს ფილიალი Swift Engineering Azerbaijan Limited, რათა ქვეყნის კანონმდებლობის ჩარჩოებში მოემსახუროს დამკვეთებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და სხვა დანარჩენ ქვეყანაში დსთ-ს რეგიონში.

ფილიალის მრავალფეროვანი მომსახურეობის სახეობებიდან, ხშირად გამოყენებადია:

  • აუტსორსინგი
  • HR მომსახურება
  • სახელფასო მომსახურება
  • კონკრეტული დამკვეთისთვის სერვის მენეჯმენტი
  • 24/7 - დაქირავებულ კონტრაქტორებზე ზრუნვა

გლობალური მობილობა და მიგრაცია

  • სავიზო და ლოგისტიკური მომსახურება - შრომითი დროებითი ბინადრობების მოპოვება, ავია-ბილეთებისა და სასტუმროების ჯავშნები.
  • საცხოვრებელი ფართის მოძიება-დაქირავება.
  • რეგისტრაცია საგადასახადო და სოციალური შენატანებისთვის
  • სამედიცინო და ჯანმთელობის კოორდინაცია.
  • უსაფრთხო ტრანსპორტით უზრუნველყოფა

რატომ ეარსვიფტი?

ეარსვიფტს თბილისის ოფისს წარმოადგენს ძლიერი საოპერაციო გუნდი, რომელიც კონტრაქტორთა შეფასების უმაღლეს რეიტინგს 96% ინარჩუნებს, რაც ერთ-ერთი უმაღლესი რეიტინგია გლობალური მაშტაბით. გუნდს გააჩნია საჭირო ცოდნა და სამუშაო გამოცდილება, რათა საუკეთესო მომსახურება გაუწიოს კონტრაქტრორებსა და დამკვეთებს.

პროექტები სვიფტ ენჯინიარინგის მეშვეობით, ეარსვიფტი ჩართულია ისეთ მსხვილ პროექტებში კასპიის რეგიონში, როგორებიცაა: შაჰ-დენიზ 2/სამხრეთ კავკარიური მილსადენის გაფართოების პროექტი, (Shah-Deniz 2/SCPx), ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტი (BTC), ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტი (WREP), ჰიდრო-ელექტრო-სადგურების მშენებლობის პროექტები და სხვ.

განსაკუთრებული შენიშვნა სვიფტ ენჯინიარინგ საქართველოს ფილიალმა დამკვეთ კომპანიებს წარმატებით დაუქირავა 200-ზე მეტი კონტრაქტორი მათ მოთხოვნებთან 100%-იან შესაბამისობაში. აღნიშნული სერვისით დამკვეთმა მიიღო უაღრესად დიდი ბენეფიტი ფინანსური ხარჯ-დაზოგვის სახით.

საზოგადოებრივი ღვაწლი

გააჩნია რა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ეარსვიფტი საკუთარი სურვილით ყოველწლიურად ერთვება კიბოსთან ბრძოლის მარათონში (Relay For Life) - ეს არის თანხის შეგროვების გლობალური ინიციატივა დაეხმაროს კიბოთი დაავადებულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

საქართველოს ფილიალი ყოველ წელს სტუმრობს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს კონტრაქტორებისა და კომპანიის შემოწირული თანხით ნაყიდი საჩუქრებითა და ნუგბარით და 1 დღით უფერადებს ცხოვრებას და უღვივებს იმედის ნაპერწკალს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.

მისამართი:

ბესიკის ქ, #4, ბესიკის ბიზნეს ცენტრი

თბილისი, 0108

საქართველო

საკონტაქტო პირი: მაია ველიჯანაშვილი

Maia.velijanashvili@airswift.com

mob: +995 599 76 46 00

(R)