Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში - "აიპლიუსი" მომხმარებლებს "ჰელოუინის" აღსანიშნავად ფასდაკლების აქციებს სთავაზობს.როგორც "ინტერპრესნიუსს" "აიპლიუსიდან" აცნობეს, ამერიკულ დღესასწაულთან დაკავშირებით "აიპლიუსის" მაღაზიები, დღესასწაულის თემატიკით მოირთო.31 ოქტომბრის ჩათვლით, iPhone-ის შეძენისას მომხმარებლები აიპლიუსის ვაუჩერს მიიღებენ, რომლის გამოყენება აქსესუარების, ან პროგრამული მომსახურების მისაღებად შეუძლიათ.გარდა ამისა, როგორც "აიპლიუსში" აცხადებენ, 50%-იანი ფასდაკლებებია iPhone-ის და Samsung-ის ჩასადებებსა და ეკრანის დამცავებზე, ხვალ დღის ბოლომდე, 50% დაკლდება iPhone-ის ეკრანზე შუშის შეცვლას."აიპლიუსი" ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან არის წარმოდგენილი, კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობამ გასულ წელს მილიონს გადააჭარბა.(R)