ქართველი ფერმერები მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენა- Sommet DE L’avage-ზე - რატომ არის მათი საფრანგეთში ვიზიტი მნიშვნელოვანი?
ქართველი ფერმერები მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენა- Sommet DE L’avage-ზე - რატომ არის მათი საფრანგეთში ვიზიტი მნიშვნელოვანი?
ალბათ, გსმენიათ მოსაზრება, რომ ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ხორცი საკმაოდ დეფიციტური გახდა. მოთხოვნადია ნატურალური რძეც, თუმცა მცირე წარმოების გამო, ფასი მაღალია და ბაზარზეც მცირე წილი უჭირავს.

ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება რომ მომგებიან ბიზნესად ჩამოყალიბდეს, ფერმერებს შესაბამისი კვალიფიკაცია და ტექნოლოგიები ესაჭიროებათ. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, "საქართველოს ბანკმა" სხვადასხვა აქტივობა განახორციელა.
ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქართველმა ფერმერებმა მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენა- Sommet DE L’avage- ში მიიღეს მონაწილეობა. დეტალურად გაეცნენ მსოფლიო ტენდენციებს, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას და
შინ ახალი ცოდნით დაბრუნდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ფერმერი ზურაბ მასურაშვილი, რომლის მეურნეობა დაკომპლექტებულია ჰოლშტეინისა და შვიც -ბრაუნის მაღალპროდუქტიული პირუტყვით. ის აწარმოებს ნედლ რძეს. ფერმერს პრინციპული ინტერესი აქვს, ბიზნესზე ორიენტირებული იყოს და მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ცდილობს, გამოწვევებს გაუმკლავდეს და არსებული მეურნეობა ეტაპობრივად გაზარდოს, რათა ბაზრის მოთხოვნა
დააკმაყოფილოს.

ზურაბ მასურიშვილმა განგვიმარტა, რომ გამოფენაზე დასწრება უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ სხვა ფერმერებისთვისაც, რადგან ეს ეთგვარ სტიმულს წარმოადგენს.

"ასეთი მასშტაბური ღონისძიება ყოველთვის გამოიტანს შედეგს. გამოფენაზე გავიცანი კოლეგები, ვნახე სხვა ფერმების მიერ წარმოდგენილი პირუტყვი. საერთაშორისო ბრენდების მიერ წარმოდგენილი და ნაწარმოები პროდუქცია. გამოფენიდან მიღებული გამოცდილება დამეხმარება კიდევ უფრო განვავითარო მეცხოველეობა და ვაწარმოო მაღალი ხარისხის პროდუქტი", - აღნიშნა მან.

ღონისძიების ფარგლებში ქართველ ფერმერებს ჰქონდათ პირისპირ შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან, დარგის საერთაშორისო სპეციალისტებთან, რომლებმაც მათ საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარება, რათა მომგებიან და საინტერესო ბიზნესად ჩამოყალიბდეს და ადგილობრივი პროდუქტი დეფიციტური აღარ იყოს.

როგორც "კვირის პალიტრას" "საქართველოს ბანკში" განუცხადეს, მათი მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესს მხარი დაუჭირონ, რათა მათ სტანდარტებისა და ხარისხის გაუმჯობესება შეძლონ.

"ისეთ საერთაშორისო დონის გამოფენაში მონაწილეობის მიღება როგორიცაა Sommet DE L’avage ქართველ ფერმერებს აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ინფორმაცია თუ როგორ გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუანარიანები და როგორ გაზარდონ პროდუქტიულობა, არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ფერმერებს, ჰქონდეთ ახალი კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების, რძისა და ხორცის სექტორებში არსებული თანამედროვე და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. საქართველოს ბანკი ყოველთვის ცდილობს ბიზნესებს დაეხმაროს არამხოლოდ ფინანსური კუთხით, არამედ მის შემდგომ განვითარების პროცესში, რისი შემადგენელი ნაწილიცაა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა", - აღნიშნეს ბანკში.

რაც შეეხება გამოფენა Sommet DE L’avage-ს, ის მეცხოველეობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება. გამოფენა გამორჩეულია იმით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რთულ აგროკლიმატურ ზონებში რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას. მეცხოველეობისა და გენეტიკის სფეროში წარმოადგენს ფრანგულ ნოუ-ჰაუს. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2 000- მდე მსხვილფეხა ცხოველი, 180 000 მ2 ფართობზე მოწყობილი იყო განსაკუთრებული ჯიშების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 85-ზე მეტი ქვეყნიდან 95 000-მა ვიზიტორმა. განხორციელდა 35 ვიზიტი ფერმაში და აგრო ინდუსტრიულ ობიექტებში. გაიმართა 40-ზე მეტი კონფერენცია. წარმოდგენილი იყო 35 ქვეყნიდან 1500-მდე კომპანია. მათ შორის 300 მსხვილი საერთაშორისო კომპანია.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?