"ბანკიდან რომ დარეკეს, მოვდივართ, თქვენთვის საჩუქარი გვაქვსო, ვიფიქრე, რაღაც შეეშალათ" - "დაკარგული" ფულის დაბრუნება - კვირის პალიტრა

"ბანკიდან რომ დარეკეს, მოვდივართ, თქვენთვის საჩუქარი გვაქვსო, ვიფიქრე, რაღაც შეეშალათ" - "დაკარგული" ფულის დაბრუნება

ხანდახან, ადამიანების ცხოვრებაში დგება დღე, როცა ყველა წვრილმანი საზრუნავი აზრს კარგავს და მხოლოდ ერთი მიზნისთვის იბრძვი - გადარჩე ან გადაარჩინო!

"შარშან, ივლისის თვეში გავიგე, რომ ჩემს შვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ დამჭირდა თანხა. ჩემთვის ყოველი საათი და დღე რაღაცას ნიშნავდა", - ასე იწყებს თავისი ისტორიის მოყოლას 55 წლის ია თოფურიძე, რომელსაც ერთი წლის წინ უმძიმესი დღეების გადატანა მოუწია.

დღეს, ამ ისტორიას მშვიდად გვიამბობს, თუ როგორ მიმართა დიაგნოზის დასმის წამიდან რამდენიმე ბანკს იპოთეკური სესხის თაობაზე, რათა შვილი თურქეთში წაეყვანა და სასწრაფო ოპერაცია გაეკეთებინა. ბანკების ფილიალიდან ფილიალში დარბოდა, რომ სესხი აეღო და მკურნალობის კურსი დროულად დაეწყო.

"კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა სისწრაფეს. მივმართე ყველა მსხვილ ბანკს, აქედან მხოლოდ "ლიბერთის" საკრედიტო ოფიცრები მოვიდნენ იმავე დღეს, დაუზარელად და შეაფასეს ყველაფერი. მართლა არ ველოდი, რომ ჩემს მდგომარეობაში ასე შევიდოდნენ. საკრედიტო ოფიცერიც კარგად მახსოვს, საოცარი ბავშვი, რომელიც ჭავჭავაძის ფილიალიდან გამომყვა სახლში. არცერთ ბანკში ისე არ მომქცევიან, როგორც "ლიბერთი ბანკში",- იხსენებს ია.

აღებული სესხით შვილთან ერთად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკას ესტუმრა, და საბოლოოდ, ოპერაცია ჩატარდა და დღეს, ია თოფურიძის შვილი თავს ჯანმრთელად გრძნობს.

"მარტოხელა დედა ვარ, ასე ვთქვათ, თვიდასაქმებული, რადგან ერთი ბინა მაქვს გაქირავებული. სამი შვილი მყავს და 82 წლის დედა. სიმართლე გითხრათ, დღესაც გული მიჩუყდება, რომ მახსენდება ის დღეები, რაც გამოვიარე."

30 ოქტომბერს, ბანკიდან დაურეკეს. "თქვენთან მოვდივართ, საჩუქარი გვაქვსო, ვიფიქრე, შეეშალათ-მეთქი. შემდეგ ვიფიქრე, ალბათ, ვაუჩერის ფორმით მაჩუქებენ რამეს, მაღაზიები როგორც აკეთებენ ხოლმე. რომ მოვიდნენ, მართლა სიუპრიზი და საოცრება იყო ეს ჩემთვის. დაახლოებით, 480 ლარი დამიბრუნეს უკან. გაოცებულმა "ფეისბუქზე" გავაზიარე ჩემი მეგობრები მიკომენტარებდნენ, არ გვჯერა, რომ თანხა მართლა მოგიტანესო. ეს ეჭვი ალბათ, იქიდან გამომდინარეა, რომ ზოგადად, ბანკს ფული სახლში არავისთან არ მიაქვს, თუმცა ეს მართლა მოხდა", - გვიამბო ია თოფურიძემ.

"ვსარგებლობ ყველა აქციით, მაღაზიების დაგროვების ბარათებითაც. ჩემთვის შეღავათებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი ბინა მაქვს გაქირავებული და ეს არის ჩემი შემოსავალი. სწორედ ამიტომ, როცა რაიმე აქციაა, ამით ყოველთვის ვსარგებლობ" - აღნიშნავს ის.

მას შემდეგ, რაც "ქეშბექის" შესახებ გაიგო, ყველგან, სადაც "ლიბერთის ტერმინალია" საბანკო ბარათით იხდის. ამბობს, რომ მარტოხელა დედისთვის ეს მნიშვნელოვანი შეღავათია.

30 ოქტომბერს, "ქეშბექის" კამპანიის ფარგლებში ბანკმა მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა კიდევ 5 616 ადამიანს, რომელთაც ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო: "რა გადავიხადე ასეთი?" "როდის ვიხდიდი ისე, რომ ფული უკან დაებრუნებინათ, არც მახსოვს", "ვაიმე, როგორ გამახარეთ, არ იცით!". ეს ლიბერთის ბარათების ის მფლობელები არიან, ვინც 1 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე ისარგებლა ლიბერთის ბარათით, ლიბერთის პარტნიორ ორგანიზაციებში, მაგრამ ქეშბექის წესების არ ცოდნის გამო დაკარგა "ქეშბექის" მიღების შესაძლებლობა.

ბანკში განგვიმარტეს, რომ "ქეშბექი" ბაზარზე არსებული მსგავსი ლოიალობის პროექტებისგან განსხვავებული და უპრეცედენტოა. ეს არის "ლიბერთი ბანკის" ახალი და ინოვაციური ლოიალობის პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევს, ბანკის მეგობარ ობიექტებში პროდუქტის ან სერვისის შეძენის შემთხვევაში თანხის ნაწილი უკან დაიბრუნო. დღეისთვის აღნიშნული ლოიალობის პროგრამაში 400-ზე მეტი მომსახურებისა და სავაჭრო ობიექტია ჩართული და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.

რასაცა გასცემ, შენიაო და "ქეშბექის" მისაღებად საჭიროა, გქონდეს "ლიბერთის" ბარათი, შემდეგ კი მიჰყვე ამ ინსტრუქციას:

• გადმოიწერეთ ქეშბექის აპლიკაცია

iOS: http://tiny.cc/xf2ffz

Android: http://tiny.cc/rz2ffz

• ან ესტუმრეთ ვებგვერდს cashback.ge. ავტორიზაციის გავლას ლიბერთის ინტერნეტ ან მობაილ ბანკის მონაცემებით მარტივად შეძლებთ

• შეარჩიეთ სასურველი შეთავაზება

• დააკლიკეთ ღილაკს "აქტივაცია"

• გადაიხადეთ ლიბერთის ბარათით მეგობარ ობიექტებში. ესეც "ლიბერთის" მეგობარი ობიექტების სია: https://cashback.ge

• რაც მთავარია, გადახდისას აუცილებლად მოითხოვეთ ლიბერთის ტერმინალი

• "ქეშბექი" ან ფასდაკლება მომენტალურად აისახება თქვენი ბარათის ანგარიშზე.

იხილეთ ვიდეო